პენტაგონმა თურქეთიდან თავდაცვის უწყების წარმომადგენლებისა და დიპლომატების ოჯახების გაყვანის ბრძანება გასცა. საუბარია 670 ადამიანზე, რომლებიც ამჟამად ადანაში, იზმირსა და მუგლაში იმყოფება.
როგორც აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდალმა ევროპაში, ფილიპ ბრიდლავმა განაცხადა, ამის მიზეზი უსაფრთხოების ზომებია, რაც თურქეთის ხელისუფლებთან კონსულატიცების შემდეგ მიიღეს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ყველა ამერიკელი გააფრთხილა თავი შეიკავონ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მოგზაურობისგან.
"არ არის კონკრეტული საფრთხე, თუმცა, ეს გადაწყვეტილება ეყრდნობა იმას, რაც ბოლო პერიოდში რეგიონში მოხდა" - აღნიშნა პენტაგონის პრესსპიკერმა, პიტერ კუკმა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, თურქეთის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდა ისრაელმაც.
ამავდროულად, კი რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" თურქეთში ახალი ტერაქტები დააანონსა.
მასალის გამოყენების პირობები






