როგორც რუსული მედია წერს, გრანდიოზული ქორწილის მეორე ეტაპი დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში შაბათს, შედარებით ვიწრო წრეში გაიმართება.
გავრცელებული ცნობით, ლონდონის ქორწილში ბიონსე და ელტონ ჯონი იმღერებენ.
გუცერიევის ვაჟისა და ინგუში გოგონას ქორწილი 26 მარტს , მოსკოვში გაიმართა.
600-კაციანი გრანდიოზული ქორწილისთვის, მოსკოვში სპეცრეისით ჩაიყვანეს - სტინგი, ელტონ ჯონი, ჯენიფერ ლოპესი , პატრისია კაასი და ენრიკე იგლესიასი.
პატარძალს ელი სააბის ძვირადღირებული კაბა ეცვა, რომელიც საგანგებოდ მისთვის საფრანგეთში შეიკერა. ძვირფასი თვლებით მორთული 25 კგ-იანი კაბა 27 მილიონი რუბლი დაჯდა.
მიხეილ გუცერიევი, რომელიც "როსნეფტის", "ბირბანკის" და რამდენიმე მსხვილი უძრავი ქონების კომპანიის მფლობელია, 2015 წლის Forbes-ის რეიტინგის მიხედვით, რუს მილიარდერებს შორის 38-ე ადგილს იკავებს.
მასალის გამოყენების პირობები






