მარტის დასაწყისში გამოძიებამ Apple-ს თხოვნით მიმართა , რომ მისმა ინჟინრებმა პაროლის შეყვანის ლიმიტი მოხსნან და შეიმუშაონ ისეთი პროგრამა, რომელიც ავტომატურ რეჟიმში, აკრიფავს ყველა შესაძლო კოდს. FBI-ს განცხადებით, ფარუკის ტელეფონში უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია ინახებოდა. თუმცა, კომპანიისგან უარი მიიღო. კომპანიამ აშშ-ის ფედერალურ ბიუროს სასამართლოც მოუგო. ნიუ-იორკის სასამართლომ FBI-ისა და Apple-ს შორის არსებული დავა, ამერიკული კომპანიის სასარგებლოდ გადაწყვიტა.
სასამართლო დავა 7 აპრილს უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა აშშ-ის იუსტიციის სამინისტროში განაცხადეს, ტელეფონიდან მონაცემების მიღება “მესამე მხარის” დახმარებით შეძლეს. ამიტომ Apple-ის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი სარჩელი უკან გააქვთ.
როგორც კომპანია Apple-ში აცხადებენ, მათთვის უცნობია, რა მეთოდით შეძლეს გამომძიებლებმა ტელეფონიდან ინფორმაციის მიღება. კომპანიაში აცხადებენ, რომ სმარტფონში მფლობელების თანხმობის გარეშე შეღწევა საშიშ პრეცედენტს ქმნის. რაც შესაბამისად, მილიონობით მომხარებლის პირადი მონაცემების უსაფრთხოებას ემუქრება. Apple-ში აცხადებენ, რომ პროგრამისტები მონაცემების დაცვის გასაძლიერებლად მუშაობას გააგრძელებს.
ფედერალური საგამოძიებო ბიუროსა და Apple-ის დავაში კორპორაციის მხარე დაიჭირეს ისეთმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა, როგორიც არის Facebook, Microsoft და Google.
სან-ბერნანდინოს ტერაქტს 2011 წლის 11 სექტემბრის შემდეგ ყველაზე დიდი ტერაქტი უწოდეს. საიდ ფარუკმა და მისმა მეუღლემ ტაშფინ მალიკმა2015 წლის 3 დეკემბერს, კალიფორნიის ქალაქ სან-ბერნარდინოში 14 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს და ოცზე მეტი ადამიანი დაჭრეს.
მასალის გამოყენების პირობები






