ISIS-ი ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ - როგორ პასუხობს მსოფლიო ნომერ პირველ გამოწვევას
პოზიცია - 16:44, 29 Mar, 2016     2689
პარიზი, ანკარა, სტამბოლი და ბრიუსელი - მსოფლიოს ტერორიზმი უტევს. ყველა ტერაქტი, რომელიც ევროპაში ბოლო რამდენიმე თვეა პერიოდულად ხორციელდება ერთმანეთს ჰგავს, ,,ისლამური სახელმწიფო" მუქარას აძლიერებს.

ევროპარლამენტის დეპუტატის ურმას პაეტის განცხადებით, ტერაქტების სერიას ახლო მომავალში ისევ უნდა ველოდოთ, რადგან, „ისლამური სახელმწიფოს“ მუქარის რისკი, რომელმაც ბრიუსელის ტერაქტებზე პასუხისმგებლობა აიღო, საკმაოდ დიდია.

Associated Press-ი წერს, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ ევროპაში განსახორციელებული ტერაქტებისთვის, ერაყის და სირიის სამხედრო ბანაკებში 400-დან 600-მდე ბოევიკი ჰყავს მომზადებული. გამოცემის ცნობით, ტერორისტები, რომლებმაც სპეცმომზადება ერაყსა და სირიაში გაიარეს, დღეისთვის გადანაწილებულნი არიან გერმანიაში, დიდი ბრიტანეთში, იტალიაში, დანიასა და შვედეთში. ბელგიის მერე ისინი წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით იმოქმედებენ და ტერორისტული აქტები ევროკავშირის დედაქალაქებს მოიცავს.

ცნობილია, რომ ,,ისლამური სახელმწიფო" მორიგი ტერაქტით კვლავ თურქეთს ემუქრება, სადაც სამიზნე სკოლები, საბავშვო ბაღები, ახალგაზრდული ცენტრები და იქ მყოფი ებრაელები არიან.

როგორ რეაგირებს დასავლეთი და რატომ ვერ ახერხებენ შესაბამისი სამსახურები ტერორისტული აქტების დროულად აღკვეთას, როდესაც გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ევროპელ და მათ შორის ბელგიელ სამართალდამცავებს ინფორმაცია ტერორისტული აქტების მზადების შესახებ, მინიმუმ ერთი კვირით ადრე ჰქონდათ? ეს ის კითხვებია, რომელიც სისხლიან ტერორისტულ აქტებს ლაიტმოტივად გასდევს.

ისრაელის დაზვერვის მინისტრმა ევროპელი სამართალდამცავები და მთავრობა არასაკმარისი მუშაობას გამო გააკრიტიკა - „ბელგიელები შოკოლადის ჭამას უნდა შეეშვან და უსაფრთხოებაზე იფიქრონ“-ო.

"ნიუპოსტი" მსოფლიოში ISIS- ის აღზევებისა და მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ კონფლიქტოლოგ ლევან გერაძეს ესაუბრა.

- "ისლამური სახელმწიფო" ევროპას უტევს, რა უნდა დაუპირისპიროს ცივილიზებულმა სამყარომ ტერორისტებს?

- დღეს მიდის გააფრთებული ბრძოლა გარკვეული იდეოლოგიის მქონე დაჯგუფებასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის. სამწუხაროდ, ამ ძალას ძალიან დიდი შესაძლებლობები აღმოაჩნდა, მათ ძალიან ბევრი უკმაყოფილო ადამიანის გაერთიანება მოახერხეს საკუთარი დროშების ქვეშ და ძალიან კარგი სისტემური მიდგომის საფუძველზე, შესაბამისი მომზადების შედეგად, შეძლეს, საკმაოდ ძლიერი დარტყმების განხორციელება, თავდაპირველად იმ რეგიონზე რომელსაც აკონტროლებენ, შემდეგ კი მათი სამიზნე ცივილიზებული სამყარო გახდა. ადამიანების გადმობირებას კი ტერორისტული ორგანიზაციების წარმომადგენლები თანამედროვე ტექნოლოგიებით ძალიან მარტივად ახერხებენ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილზე. არ არის აუცილებელი, იყო ძალიან ახლოს, ინფორმაციის გადაცემა თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით ხდება, ამიტომ ადამიანების რეკრუტირება და პირად შემადგენლობაში ჩართვა მათ არ უჭირთ.

პირველ რიგში ყველაზე რეალური საფრთხე ემუქრებათ იმ ქვეყნებს, რომლებიც სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში არიან ჩართულნი ISIS - თან, დასავლეთის კულტურა, ის რეგიონი, სადაც თვითონ არიან განთავსებული - ერაყისა და სირიის მომიჯნავე ტერიტორიები; ქურთებით დასახლებული ტერიტორიები, სადაც ძალიან სერიოზული პრობლემებია უსაფრთხოების, არამხოლოდ იმიტომ რომ ე.წ "ისლამური სახელმწიფო" მანდ არსებობს, არამედ იქ სახელმწიფო სისტემა ჩამოიშალა, როგორც ერაყში ასევე სირიაში.

- შესაძლებელია თუ არა სირიის კრიზისის მოგვარებით, მეტი ხისტი პოლიტიკის გატარებით, ტერორიზმის საფრთხე შენელდეს ან განეიტრალდეს?

- ხისტ ქმედებაში საომარ მოქმედებებს თუ გულისხმობთ, საომარ ქმედებებში მიღწეული წარმატება ხელს არ უშლის ამ ჯგუფებს, სხვადასხვა ტერიტორიებზე განახორციელონ ტერორისტული აქტები. ჩემი აზრით ხისტ მიდგომაზე ეფექტური, უსაფრთხოებაზე ორიენტირებული პროფესიონალური მიდგომა იქნება, პირველ რიგში იმ მიზეზებს უნდა ებრძოლონ, კერძოდ უნდა მიმდინარეობდეს მუშაობა იმ ადამიანებთან, რომელთა რეკრუტირებაც ხდება და რომლებიც შემდგომ ISIS-ის დროშის ქვეშ ერთიანდებიან. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ადგილზე სპეცსამსახურების მუშაობას. ბუნებრივია სახელმწიფოებრივი სისტემა არ არის მარტო ერთი ან ორი სამსახურის საქმე, ეს მთელი სისტემის საქმეა და კომპლექსური მიდგომის საფუძველზეა შესაძლებელი საფრთხეების განეიტრალება, რომელიც ISIS - ისგან მოდის. უშუალო საფრთხის თავიდან აცილება სპეცსამსახურების მოვალეობაა, მაგრამ მანამ, სანამ ეს საფრთხე განჩდება, პირობების შექმნა, რომ ეს საფრთხე არ ჩამოყალიბდეს, მთელი სახელმწიფოებრივი სისტემების ვალდებულებაა.

- „ისლამური სახელმწიფო“ ძირითადად დისლოცირებულია სირიაში, სწორედ ამიტომ გკითხეთ, ასადის რეჟიმის დასრულება თუ გაანეიტრალებს ISIS-ს?

- არამგონია, რომ ტერორისტები ასადის რეჟიმის დასრულებით განეიტრალდნენ. შეიძლება მან მეტი გაღიზიანება გამოიწვიოს. აქ უფრო საინტერესოა ასადის რეჟიმს ვინ, რომელი ძალა ჩაენაცვლება. რეჟიმის ავტომატური ცვლილება საფრთხეს არ მოხსნის.

- პერიოდულად "ისლამური სახელმწიფო" ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჯარისკაცებმა კავკასიაში ხალიფატისათვის ერთგულების ფიცი დადეს. ითქვა ისიც, რომ ახალი ვილაიეთის დაარსება ჩრდილო კავკასიის, კერძოდ, რუსეთის ტერიტორიაზე უკვე მოხდა. რამდენად რეალური და საფრთხის შემცველია ისლამისტი რადიკალების აღნიშნული ქმედება? და რა უნდა მოიმოქმედოს საქართველომ, რომ აღნიშნულ საფრთხეს შეებრძოლოს?

- ჩემი აზრით საქართველოსთვის ISIS უშუალო საფრთხეს არ წარმოადგენს. თუმცა ძალიან ბევრი ადამიანია ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაწევრიანებული, რომლებიც ეროვნებით ქართველები არიან. საფრთხე ის არის, რომ ადამიანებს, რომლებიც დღეს ISIS - ის დროშების ქვეშ იბრძვიან, საკუთარი პოზიციების გასამაგრებლად საქართველოში ხმაურიანი ღონისძიების ჩატარება არ დასჭირდეთ. ეს არის საფრთხე, თორემ სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით საქართველოში რაიმე სახის სისხლიანი ღონისძიებების ჩატარება არამგონია „ისლამურ სახელმწიფოს“ სჭირდებოდეს. რაც შეეხება ქართველ სამართალდამცავ სტრუქტურებს და სახელმწიფო სტრუქტურებს მათ სისტემატიურად უნდა ჩაატარონ პროფილაქტიკური სამუშაოები. ინტენსიური მუშაობაა საჭირო იმ ადამიანებთან, რომლებიც ბრუნდებიან უცხოეთიდან.

დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42