გამტაცებლის დაკავებამდე თვითმფრინავი ბოლო მძევლებმა დატოვეს. ეკიპაჟის ერთ-ერთმა წევრმა ავიალაინერის კაბინის ფანჯრიდან მოახერხა გადმოსვლა.
როგორც გაირკვა, გატაცება არა ტერორიზმის, არამედ პირადი მოტივებით მოხდა. მამაკაცი ყოფილ მეუღლესთან შეხვედრას ითხოვდა. მისი ექს-მეუღლე კვიპროსთან ახლოს ცხოვრობს, სწორედ კვიპროსში უბრძანა გამტაცებელმა მფრინავებს თვითმფრინავის ჩაყვანა.
შეგახსენებთ, გატაცებული ლაინერი, რომელიც ალექსანდრია-კაიროს რეისს ასრულებდა, დღეს დილით კვიპროსზე, ლარნაკას საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა. თვითმფრინავი ავიაკომპანია EgyptAir-ს ეკუთვნის. თვითმფრინავის გატაცების შესახებ მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც ალექსანდრიიდან აფრინდა. თვითმფრინავის ბორტზე 81 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. გამტაცებელმა მალევე გაათავისუფლა ქალები და ბავშვები, მოგვიანებით კი დანარჩენი მგზავრებიც.
მასალის გამოყენების პირობები






