თვითმფრინავის გამტაცებლის ქმედება ეგვიპტის საგარეოს აქმეთა სამინისტრომ შემდეგი ფრაზით შეაფასა - „ის ტერორისტი კი არა, იდიოტია“.
BBC-ის ცნობით, აღნიშნული განცხადება ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
ეგვიპტური სამგზავრო თვითმფრინავის გამტაცებელმა, იბრაჰიმ სამაჰამ თითქმის ყველა მგზავრი გაათავისუფლა. როგორც გამოცემა „ტელეგრაფი“ იტყობინება, ლაინერი კიდევ 5-მა ადამიანმა დატოვა. ისინი სავარაუდოდ ეკიპაჟის წევრები არიან, რადგან თვითმფრინავის დატოვებისას შენიშნეს, რომ უნიფორმები ეცვათ.
სავარაუდოდ, გამტაცებელთან ერთად ლაინერზე 3 მგზავრი და ეკიპაჟის 2 წევრია დარჩენილია.
როგორც „ტელეგრაფი“ წერს, გატაცება არა ტერორიზმის, არამედ პირადი მოტივებით მოხდა. ატლანტას უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი ყოფილ მეუღლესთან შეხვედრას ითხოვს. მისი ექს-მეუღლე სწორედ კვიპროსში ცხოვრობს, სადაც გამტაცებელმა მფრინავებს თვითმფრინავის ჩაყვანა უბრძან.
ადგილობრივი პრესა წერს, რომ ლარნაკას აეროპორტში მალე გამტაცებლის ექს-მეუღლეს ჩაიყვანენ.
კვიპროსის ხელისუფლების ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა არ არის.
მასალის გამოყენების პირობები






