გავრცელებული ცნობით, ეგვიპტური სამგზავრო თვითმფრინავის გამტაცებელმა, იბრაჰიმ სამაჰამ ყველა მგზავრი გაათავისუფლა.
შეგახსენებთ, გატაცებული ლაინერი, რომელიც ალექსანდრია-კაიროს რეისს ასრულებდა, ცოტა ხნის წინ კვიპროსზე, ლარნაკას საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა. თვითმფრინავი ავიაკომპანია EgyptAir-ს ეკუთვნის. თვითმფრინავის გატაცების შესახებ მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც ალექსანდრიიდან აფრინდა. თვითმფრინავის ბორტზე 81 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. სამაჰამ მალევე გაათავისუფლა ქალები და ბავშვები, მოგვიანებით კი დანარჩენი მგზავრებიც.
როგორც „ტელეგრაფი“ წერს, გატაცება არა ტერორიზმის, არამედ პირადი მოტივებით მოხდა. ატლანტას უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი ყოფილ მეუღლესთან შეხვედრას ითხოვს. მისი ექს-მეუღლე სწორედ კვიპროსში ცხოვრობს, სადაც გამტაცებელმა მფრინავებს თვითმფრინავის ჩაყვანა უბრძანა.
ადგილობრივი პრესა წერს, რომ ლარნაკას აეროპორტში მალე გამტაცებლის ექს-მეუღლეს მიიყვანენ.
მასალის გამოყენების პირობები






