უცხოური მედია პარიზის ტერაქტების ორგანიზატორის სალაჰ აბდესლამის და მისი ძმის ვიდეოს აქვეყნებს, ვიდეოს ფრაგმენტი, რომელიც სულ რამდენიმე წამი გრძელდება, 2015 წლის თებარვალშია გადაღებული და მასში ჩანან სალაჰ და ბრაჰიმ აბდესლამები, რომლებიც ბრიუსელის ერთ-ერთ კლუბში სვამენ, ცეკვავენ და ერთობიან.
აბდესლამების მეგობრები, რომლებმაც მედიას ეს ვიდეო მიაწოდეს, აღნიშნავენ, რომ ბრაჰიმი (რომელმაც 2015 წლის 13 ნოემბერს პარიზში Comptoir Voltaire-ის რესტორანთან აიფეთქა თავი) უფრო სერიოზული იყო, ძმის- სალაჰისგან განსხვავებით, რომელსაც გართობა უყვარდა.
მათი თქმით, ძმები სიცოცხლითსავსე ცხოვრებით ცხოვრობდნენ, ერთობოდნენ, ხალხთან ურთიერთობდნენ. ისინი სალაჰ აბდესლამს აღწერენ, როგორც „მხიარულ ბიჭს, რომელსაც ქალები უყვარდა“. ხოლო ბრაჰიმს კარგი ურთიერთობა ქონდა ნებისმიერი რელიგიის თუ ეროვნების ადამიანთან. აბდესლამების მეგობრების თქმით ამ საღამოს შემდეგ ცოტა ხანში ძმები შეიცვალნენ, მათ უფრო ხშირად დაიწყეს ლოცვა და აღარც დასალევად და გასართობად არარ დადიოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






