„ისლამური სახელმწიფო“ თურქეთში მორიგი ტერაქტების მოწყობას გეგმავს. ამჯერად მათი სამიზნე სკოლები, საბავშვო ბაღები, ახალგაზრდული ცენტრები და იქ მყოფი ებრაელი ბავშვები და მოზარდები არიან.
ინფორმაციას ტელეკომპანია Sky News სადაზვერვო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, გარდაუვალი ტერაქტების შესახებ ინფორმაცია დაზვერვამ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებისაგან მოიპოვეს, რომლებიც გასულ კვირას დააკავეს.
ძალოვანებმა დაგეგმილი ტერაქტის კონკრეტული თარიღიც იციან. ISIS-ის მთავარი სამიზნე სტამბულის ერთ-ერთ რაიონში მდებარე სინაგოგაა, რომლის ტერიტორიაზე სკოლა და სათემოს ცენტრიც მდებარეობს.
მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ, აღნიშნული ინფორმაციის მოპოვების შემდეგ, თურქეთის სპეცსამსახურებმა ებრაული დაწესებულებები მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ გააფრთხილეს და უსაფრთხოების ზომებიც გააძლიერეს.
მასალის გამოყენების პირობები






