როგორც „ტელეგრაფი“ წერს, კვიპროსში, სადაც გამტაცებელმა მფრინავებს თვითმფრინავის ჩაყვანა უბრძანა, გამტაცებლის ყოფილი მეუღლე ცხოვრობს.
გამოცემის თანახმად, ლარნაკას აეროპორტში მალე გამტაცებლის ექს-მეუღლეს მიიყვანენ. სამგზავრო თვითმფრინავის გამტაცებელი იბაჰიმ სამაჰა აშშ-ში, ატლანტას უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტია.
შეგახსენებთ, გატაცებული ლაინერი, რომელიც ალექსანდრია-კაიროს რეისს ასრულებდა, ცოტა ხნის წინ კვიპროსზე, ლარნაკას საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა. თვითმფრინავი ავიაკომპანია EgyptAir-ს ეკუთვნის. თვითმფრინავის გატაცების შესახებ მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც ალექსანდრიიდან აფრინდა. თვითმფრინავის ბორტზე 55 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა.
ლაინერი მგზავრთა უმრავლესობა უკვე გაათავისუფლა. ბორტზე, გამტაცებელი , მხოლოდ 4 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები რჩება.
მასალის გამოყენების პირობები






