სამგზავრო თვითმფრინავის გამტაცებელი ვინმე იბრაჰიმ სამაჰამ აშშ-ში, ატლანტას უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტია. ამის შესახებ „ტელეგრაფი“ იტყობინება. გამოცემის თანახმად, ლაინერის გატაცება არა ტერორიზმის, არამედ პირადი მოტივებით მოხდა. გავრცელებული ცნობით, მამაკაცი მოითხოვს, რომ წერილი კვიპროსსში მცხოვრებ არაბ ქალს გადასცენ.
როგორც „ტელეგრაფი“ წერს, კვიპროსში, სადაც გამტაცებელმა მფრინავებს თვითმფრინავის ჩაყვანა უბრძანა, გამტაცებლის ყოფილი მეუღლე ცხოვრობს.
ადგილობრივი პრესა წერს, რომ ლარნაკას აეროპორტში მალე გამტაცებლის ექს-მეუღლეს მიიყვანენ.
"სქაი ნიუსის" ცნობით, ამ წუთებში თვითმფრინავის ბორტზე კვიპროსის ხელისუფლების წარმომადგენელი ავიდა. ლარნაკას აეროპორტში მდგომი გატაცებული თვითმფრინავი მგზავრების უმრავლესობამ დატოვა. ბორტზე, გამტაცებელი , მხოლოდ 4 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები რჩება.
შეგახსენებთ, გატაცებული ლაინერი, რომელიც ალექსანდრია-კაიროს რეისს ასრულებდა, ცოტა ხნის წინ კვიპროსზე, ლარნაკას საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა. თვითმფრინავი ავიაკომპანია EgyptAir-ს ეკუთვნის. თვითმფრინავის გატაცების შესახებ მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც ალექსანდრიიდან აფრინდა. თვითმფრინავის ბორტზე 55 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. გავრცელებული იმფორმაცია იმის შეახებაც, რომ გამტაცებელს .წ. შაჰიდის ქამარი უკეთია.
მასალის გამოყენების პირობები






