ვახტანგ ჩხაპელია სოსო პავლიაშვილს მკვლელობის ფინანსურ მხარდამჭერად ასახელებს
სამართალი - 11:48, 08 Apr, 2013     1257


აღნიშნული ჩვენების ფრაგმენტი გაზეთ "კვირის პალიტრის" დღევანდელ ნომერში გამოქვეყნდა.

 


"ანტონს ფარული უთანხმოება ჰქონდა სოსო პავლიაშვილთან. ანტონი სოსოს დიდი ოდენობით თანხებს მოტყუებით სისტემატურად ართმევდა. სწორედ ამ ფაქტების სიმრავლის გამო გადავწყვიტეთ მე და სოსომ დაგვესაჯა ანტონ ადუაშვილი, რისი შესრულებაც მე ვითავე, ხოლო ფინანსური დახმარება სოსომ გამიწია", - აცხადებს ჩხაპელია.


მისივე თქმით, მიზანი მოკვლა არ ყოფილა, არამედ ადუაშვილის დასჯაში მასთან ფიზიკურად გასწორება იგულისხმებოდა.
"სოსომ საუბრისას მითხრა, - თუ ავთო ცოტა ჭკუაზე არ მოვიდა, მართლაც რაღაც უნდა მოვიფიქროთო. ვუთხარი, რომ ამ საქმეს თავად მივხედავდი. ავთოს დასჯაში ვგულისხმობდი მის ცემას. დიდი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, მენახა ისეთი ვინმე, რომელიც ადუაშვილის გონების დაკარგვამდე ცემას და მის დაინვალიდებას შეძლებდა. ზაფხულის პერიოდში დავუკავშირდი ერთ ჩემს ახლობელს, თემურ ქობალიას - "მუხას"... ვუთხარი, რომ ერთ ძალიან ცუდ პიროვნებასთან მქონდა პრობლემები. ეს მე და ჩემს ოჯახს გვეხება და ამ კაცისთვის ჭკუის სწავლება მინდა-მეთქი. ქობალიამ დახმარებაზე უარი მითხრა. მეორე დღეს თემურ ქობალიამ თავისი ახლობელი გელა უბილავა გამაცნო", - აცხადებს ჩხაპელია.


მისი თქმით, უბილავა შეკვეთის შესრულებაზე 50 000 დოლარის სანაცვლოდ დათანხმდა. ჩხაპელია აცხადებს, რომ თანხის უმეტესი ნაწილი - 30 000 ევრო თავად სოსო პავლიაშვილმა მისა, რომელიც უკრაიანიდან ჩამოიტანა.


,,სოსო პავლიაშვილმა მკვლელობის ამბავი რამდენიმე საათში გაიგო, თუმცა არაფერი უთქვამს. 10 000 ევრო მომცა ჭირისუფლებისთვის მისაცემად, რათა დაკრძალვის ხარჯები დაეფარათ... ბოლოს სოსო 10-12 დეკემბერს ვნახე ერევანში, იქ კონცერტები ჰქონდა. მიღებული ჰონორარიდან 10 000 დოლარი და 10 000 ევრო გამომატანა თბილისში. 10 000 დოლარი ხელოსნებისთვის უნდა გადამეცა საფლავის მოსაწყობად, ხოლო 10 000 ევრო ჭირისუფლებისთვის უნდა მიმეტანა", - ამბობს ჩხაპელია.


ანტონ ადუაშვილის მკვლელობა მორიგ დანაშაულად დარჩებოდა საზოგადოებისთვის, რომ არა ერთი საინტერესო ფაქტი: მკვლელობის გახსნიდან რამდენიმე დღის შემდეგ გარდაცვლილის ნათესავმა მედიას შეატყობინა, რომ დაკავებულ პირებს შორის იყო მომღერალ სოსო პავლიაშვილის დის ქმარი, ვახტანგ ჩხაპელიაც, რომელიც სხვებთან ერთად ჩადენილს აღიარებდა. ადუაშვილის ნათესავები ფიქრობდნენ, რომ ჩხაპელია, რომელსაც არასოდეს ჰქონია კონფლიქტი მოკლულთან, დანაშაულის თავის თავზე აღებას ცდილობდა, სინამდვილეში კი ბიზნესმენის მკვლელობის უკან რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი იდგა (პავლიაშვილს და ადუაშვილს საერთო ბიზნესიც კი ჰქონდათ უკრაინასა და სომხეთში). ეჭვის საფუძველს ისიც აძლიერებდა, რომ ბიზნესმენის მკვლელობის შემდეგ სოსო პალიაშვილმა მშობლები და და, მაკა პავლიაშვილი, რუსეთში გადაიყვანა და ადუაშვილებთან კავშირიც შეწყვიტა.


შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენ ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ НТВ-ს ეთერში ისაუბრა სოსო პავლიაშვილმა. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს, რომელმაც მისი თქმით, "ეს ნაბოდვარი უარყო".


არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ მასთან დაკავშირებით არის ერთი მოწმის ჩვენება, თუმცა ეს საკმარისი არ არის დევნის დასაწყებად,
,,ამიტომაც ამ ჩვენების გამო ცალკეა გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმე და თუ ის შემდგომი საგამოძიებო მოქმედებით გამყარდება, ამ მოსაზრებას მხარს დაუჭერენ, თუ არ გამყარდება – ცხადია, ვერც განვითარდება"", - აცხადებს მთავარი პროკურორი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42