მსოფლიო ბანკი ინოვაციური ეკოსისტემის პროექტს 40 მლნ აშშ დოლარით დააფინანსებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:48, 28 Mar, 2016     1314
დღეს, საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის ხელი მოეწერა „ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის პროექტის“ ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც, მსოფლიო ბანკი ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის პროექტის დასაფინანსებლად 40 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსურ რესურსს გამოყოფს.

ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა, მერსი ტემბონმა.

პროექტით გათვალისწინებულია ფართომასშტაბიანი ინტერნეტ მომსახურებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების გაზრდა, ინოვაციის ჰაბებისა და ინოვაციის ცენტრების ქსელის განვითარება შერჩეულ ქალაქებსა და სოფლებში, ფირმებისა და კერძო პირების ინოვაციური აქტივობების გაზრდა და მონაწილეობა ელექტრონულ (ციფრულ) ეკონომიკაში, მათი ინოვაციური შესაძლებლობების განვითარების მიზნით, ტექნიკური დახმარების მიწოდება და ტრენინგების განხორციელება.

პროექტს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) განახორციელებს.

“საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო პროექტის განხორციელებას იწყებს - ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის შექმნა გულისხმობს რეგიონებში კომპანიებისა და ფიზიკური პირების ჩართვას ციფრულ ეკონომიკაში. ეს ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, არსებული თანამედროვე ინოვაციური ტენდენციების ათვისებას მათი მხრიდან და მეორე მხრივ, საკუთარი საქმიანობის ეფექტიანობის ზრდისთვის ინოვაციური მიდგომების შექმნას. მინდა, მადლობა გადავუხადო რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს ფინანსური მხარდაჭერისთვის. ინოვაციური ეკოსისტემის პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, ნოვატორული იდეების განხორციელებას და შესაბამისად, სამუშაო ადგილების ზრდას,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.

„GENIE წარმოადგენს მსოფლიო ბანკის მიერ მთავრობის მხარდაჭერის ახალ ფაზას, რომლის განმავლობაშიც ადგილი ექნება ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობას ინოვაციაზე და ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკის განვითარების საშუალებით. ის განახორციელებს ინვესტიციას სხვადასხვა ღონისძიებებში ინოვაციის პოტენციალის, ადამიანური კაპიტალის და დაფინანსებასთან წვდომის ასამაღლებლად. ეს პროექტი განახორციელებს ინვესტიციას ქვეყნის მომავალში იმ უმნიშვნელოვანესი რეფორმების და ინვესტიციების საფუძველზე, რომლებიც უკანასკნელ წლებში მთავრობის მიერ განხორციელდა ინფრასტრუქტურის განვითარების, ასევე სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესების და კანონის უზენაესობის მიმართულებით,“ - აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა.

ეს პროექტი ქვეყანასთან პარტნიორობის უახლესი სტრატეგიის ძირითადი ელემენტია და მხარს უჭერს სტრატეგიის მიზანს - სამუშაო ადგილების ზრდას, კერძო სექტორში კონკურენტუნარიანობის ამაღლების საშუალებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42