იურისტი, რომელიც უკრაინაში დაპატიმრებული რუსი სამხედროს ინტერესებს იცავდა, მარტის დასაწყისში გაუჩინარდა. 25 მარტს კი მისი ცხედარი ჩერკასკის ოლქში იპოვეს.
უკრაინელმა სამართალდამცავებმა ორი პირი უკვე დააკავეს. რივე უკრაინის მოქალაქეა. გამოძიების ცნობით, ერთ-ერთ მათგანს ჩხრეკისას უკრაინის სპეცსამსახურების თანამშრომლის გაყალბებული მოწმობა , ხოლო გარადცვლილის ფეხზე კი სამაჯური აღმოაჩნდა, რომელშიც ასაფეთქებელი ნივთიერება იყო მოთავსებული.
იური გრაბოვსკი რუსი სამხედროების ალექსანდრ ალექსანდროვისა და ევგენი ეროფეევის ინტერესებს იცავდა, რომელთაც უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობა ედებათ ბრალად. მათ რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებად მიიჩნევენ, რასაც კრემლში კატეგორიულად უარყოფენ.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მზადყოფნა გამოთქვა, ალექსანდროვი და ეროფეევი რუსეთის პატიმრობაში მყოფი უკრაინელ მფრინავში, ნადეჟდა სავჩენკოში გაცვალოს.
მასალის გამოყენების პირობები






