ბანკი რესპუბლიკა ფილიალების ქსელს აფართოვებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 20:09, 22 Oct, 2012     722

ბანკის მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე ყოფილი სერვისცენტრი 2011 წლის ივნისში ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დაიხურა, დღეიდან ბანკ რესპუბლიკას კლიენტებს მათი სერვისებით სარგებლობა, ახალ მისამართზე შეეძლებათ.სერვისცენტრის გახსნისას, ბანკი რესპუბლიკას გენერალურმა დირექტორმა კრისტიან კარმანიოლიმ ბანკის კლიენტებთან ურთიერთობის ახალ მიდგომებზე ისაუბრა:“ჩვენ მუდმივად ვცდილობთ რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი ფილიალების ქსელი, არა მხლოდ იმით რომ დავამატოთ ახალი ფილიალები, არამედ იმითაც რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი მომსახურების ხარისხი. ამ ფილიალში ჩვენი მომხმარებლებისთვის იქნება სიახლე. ჩვენ გვექნება ახლებური მიდგომა მომსახურების, კერძოდ ის რომ ჩვენი პერსონალი კონცენტრირებული იქნება კლიენტთან განსაკუთრებული ახლო ურთიერთობის დამყარებითა და შემდგომში ამ ურთიერთობის შენარჩუნებით.” განაცხადა კრისტიან კარმანიოლიმ.ბანკი რესპუბლიკა საკუთარ კლიენტებს, ასევე ახალ საშემოდგომო აქციას სთავაზობს. სამომხმარებლო სესხები ლარში 13,95% -ად. ბანკის კომერციული დირექტორის რამაზ კუკულაძის განცხადებით, სამომხმარებლო სესხზე საპროცენტო განაკვეთის დაწევა არ უკავშირდება პოლიტიკურ განცხადებებს. მისი თქმით საბანკო მომსახურებაზე ფასს ბაზარი არეგულირებს. მათ მიერ ბანკის კლიენტებისთვის შეთავაზებული ახალი საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხზე ლარში, აქციის ფარგლებში შემოდგომის ბოლომდე შენარჩუნდება. შემდგომში ისინი ბაზრის მოთხოვნილებების შესაბამისად შესთავაზებენ ახალ სერვისებს საკუთარ მომხმარებლებს.
საშემოდგომო აქციის ფარგლებში გაერთიანებულია სამი სხვადასხვა ტიპის სესხი: სესხი ექსპრესო, სესხი კომფორტი და სახელფასო სესხი. მომხმარებელს საშუალება ექნება ისარგებლოს 24 თვემდე არსებულ სესხებზე ლარში 13.95% -იანი ხოლო 36 თვემდე სესხის შემთხვევაში 14.95%-იანი საპროცენტო განაკვეთით. სესხის მაქსიმალური ოდენობა უზრუნველყოფის გარეშე განისაზღვრება 30 000 ლარისა და უზრუნველყოფილი სესხის შემთხვევაში 50 000 ლარის ოდენობით. ბანკ რესპუბლიკაში აქცია სამომხმარებლო სესხზე შემოდგომის ბოლომდე გაგრძელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42