"ლიბერთი ბანკი" ბანკომატის საშუალებით ყალბი ბანკნოტის გავრცელების შესაძლებლობას გამორიცხავს
ბიზნესი & ეკონომიკა - 20:06, 26 Mar, 2016     4940
ლიბერთ ბანკი ერთი ყალბი 20 ლარიანი ბანკნოტის გავრცელებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს:

"გვსურს გამოვეხმაუროთ თითქოსდა ლიბერთი ბანკის ბანკომატის საშუალებით 20 ლარიანი ბანკნოტის გაცემასთან დაკავშირებით დღეს გავრცელებულ ინფორმაციას.

ლიბერთი ბანკში დანერგილია ბანკის ქსელის მეშვეობით თანხის მიმოქცევის უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტები, რაც სრულად უზრუნველყოფს ყალბი ბანკნოტების გავრცელების პრევენციას ქსელის მასშტაბით. ბანკის თანამშრომლები მკაცრად ითვალისწინებენ ბანკომატში თანხის ჩატვირთვის უსაფრთხოების დადგენილ ნორმებს. ბანკომატში ძირითადად იტვირთება ეროვნული ბანკისგან მიღებული ბანკნოტები. ბანკომატის ქსელში ჩატვირთვამდე, ბანკის ფულის მიმოქცევის დეპარტამენტისა და ბანკომატების ჯგუფის შესაბამისი სპეციალისტების მიერ ბანკნოტები მოწმდება Giesecke & Dervient ყალბი ბანკოტების ამომცნობი და დამხარისხებელი მოწყობილობების მეშვეობით, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია აღნიშნული მოწყობილობების წარმოების ბაზარზე და სრულად აკმაყოფილებს უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებს. მოწყობილობა სათითაოდ ამოწმებს თითოეულ ბანკნოტს და ცალკე გამოყოფს საეჭვო ბანკნოტებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რათა დამატებით მოხდეს ბანკნოტების ვიზუალური დათვალიერება და ელექტრო მოწყობილობით შეფასება. ბანკომატში იტვირთება მხოლოდ შემოწმების შედეგად დამტკიცებული ბანკნოტები. ლიბერთი ბანკი საკუთარ მომხმარებელს 450-მდე ბანკომატით ემსახურება, საიდანაც მომხმარებელს ყოველთვიურად საშუალოდ 170 მილიონ ლარამდე ოდენობის თანხა გააქვს.

რაც შეეხება, ფულადი თანხის მიმოქცევას ლიბერთი ბანკის მომსახურების ცენტრებში, მოლარე ოპერატორები და სხვა შესაბამისი თანამშრომლები, ვიზუალური დათვალიერების გარდა, კუპიურებს ამოწმებენ სპეციალური ელექტრონული მოწყობილობებით, რაც დამატებით უზრუნველყოფს ყალბი ბანკნოტების მიმოქცევის პრევენციას საბანკო ქსელის სალაროებში. ამასთან აღსანიშნავია, რომ სალაროში მოხვედრილი თანხა, ბანკომატში მოხვედრამდე ვიზუალური დათვალიერების და სალაროს ელექტრო მოწყობილობის შემოწმების გარდა, დამატებით სრულად გაივლის ბანკომატში თანხის ჩატვირთვის უსაფრთხოების ზემოაღნიშნულ პროცედურას.

მიუხედავად იმისა, რომ ბანკში მკაცრად არის დაცული უსაფრთხოების წესები და გამოვრიცხავთ ბანკომატის საშუალებით ყალბი ბანკნოტის გავრცელების შესაძლებლობას, ლიბერთი ბანკი მზად არის ნებისმიერი ფორმით ითანამშრომლოს სამართალდამცავ სტრუქტურებთან გავრცელებულ ფაქტზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით.

სამართალდამცავ სტრუქტურებთან თანამშრომლობის პარალელურად, ლიბერთი ბანკი განაგრძობს საკუთარი მომხმარებლების უფლებების დაცვასა და მათ ფინანსურ უსაფრთხოებაზე ზრუნვას. ამ მიზნით მომხმარებელს საკუთარი უფლებების უკეთ დასაცავად რამდენიმე ალტერნატიულ მექანიზმს სთავაზობს, რომლითაც მათ 24 საათის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში შეუძლიათ ისარგებლონ როგორც ფიზიკურად ბანკის მომსახურების ნებისმიერ წერტილში მისვლით, ასევე დისტანციურად, სატელეფონო ცენტრისა ან ვებ გვერდის -www.libertybank.ge - გამოყენებით"- - აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42