ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თავის ყოველკვირეულ გამოსვლაში ბრიუსელის ტერაქტების შესახებ ისაუბრა. მან პატივი მიაგო ტერაქტების დროს დაღუპულებს და სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა დაზარალებულებს. შეგახსენებთ რომ დაღუპულთა შორის ორი, ხოლო დაჭრილებს შორის 14 აშშ-ს მოქალაქეა.
მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ამ ტერაქტებმა არ უნდა გამოიწვიოს ყველა მუსლიმის დადანაშაულება, რადგან საზოგადოებაში არსებული ეთნიკური და რელიგიური დაპირისპირებები ხელს ტერორისტებს აძლევს. მან იმ ღვაწლზეც ისაუბრა, რომელც აშშ-ს განვითარებაში მუსულმანებს აქვთ შეტანილი.
"ჩვენ უნდა აღვკვეთოთ ყველა მცდელობა, რომ ყველა მუსულმანი ერთ ქვაბში მოიხარშოს. ეს მცდელობები ეწინააღმდეგება ჩვენს ხასიათს, ღირებულებებსა და ისტორიას, რომლის მთავარი პრინციპია რელიგიური აღმსარებლობის თანასწორობა," - განაცხადა აშშ პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






