უკრაინის ყოფილი პრემიერი, პარტია "ბატკივშინას" ლიდერი იულია ტიმოშენკო აცხადებს, რომ უკრაინისთვის ნადეჟდა სავჩენკოს გადმოცემის შესახებ შეთანხმება უკვე არსებობს. ეს განცხადება მან გადაცემა "შუსტერლაივში" გააკეთა.
ტიმოშენკო აცხდებს, რომ სავჩენკოს რუს ოფიცრებზე გაცვლის ალბათობა საკმაოდ დიდიია.
"ჩემი ინფორმაციით, იგი გადაეცემა უკრაინას ან გაცვლის ფორმით, ან საერთაშორისო ხელშეკრულების თანახმად - სასჯელის უკრაინაში მოხდის მიზნით," - აცხადებს ტიმოშენკო.
ამასთან, უკრაინის ეროვნული უსაფრთოებისა და თავდაცვის საბჭომ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა.
შავ სიაში 50–ზე მეტი ადამიანი მოხდვა, რომლებიც, ნადია სავჩენკოს, ოლეგ სენცოვისა და რუსეთში დაკავებული სხვა უკრაინელების გასამართლებაში მონაწილეობდნენ.
სანქციები დაეკისრებათ რუსეთის უშიშროების სამსახურის მაღალჩინოსნებს, სამხედროებს, საგამოძიებო კომიტეტის, პროკურატურისა და სასამართლო კორპუსის წარმომადგენლებს.
მასალის გამოყენების პირობები






