როგორც აღმოჩნდა, მაღაზიის თანამშრომელმა კარინა გომესს, გასახდელში შვილის ძუძუთი გამოკვების უფლება არ მისცა.
”დიახ, ეს მე ვარ, საპირფარეშო ვზივარ და ჩემს შვილს კატალინა მარიას ვაჭმევ, რადგან მარკეტში ბავშვის ძუძუთი გამოკვების უფლება არ მომცეს. ამის ნება არ დამრთეს გასახდელში, რადგან თანამშრომლების განცხადებით, ეს მომხმარებელს დააფრთხობს.
რა არის ამაში სასირცხვილო, როდესაც შვილს უნდა აჭამო? ძალიან გაბრაზებული და ნაწყენი, მაგრამ უფრო მეტად შეურაცხყოფილი ვარ. ჩემი უფლელები შელახულია“ - დაწერა კარინა გომესმა „მარშალის“ ფეისბუკგვერდზე. პოსტმა მალე მთელი ინტერნეტსივრცე მოიცვა და მასობრივ აქციაშიც გადაიზარდა.
ორეგონის შტატის კანონმდებლობით საზოგადოებრივ ადგილებში ძუძუთი კვება არ იკრძალება.
სკანდალის შემდეგ, მაღაზიის ადმინისტრაციამ კარინას ოფიციალური ბოდიში მოუხადა.

მასალის გამოყენების პირობები






