ამის შესახებ „ტელეგრაფი“ ბელგიის პროკურატურაზე დაყრდნობით იტყობინება. სამართალდამცავთა ცნობით, დნმ-ის ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ ნაჯიმ ლააშრაუიმმა ბრიუსელის აეროპორტში, ერთ-ერთ კამიკაძე ძმასთან იბრაჰიმ ელ ბაკრაუისთან ერთად აიფეთქა თავი. ლააშრაუი ასევე ეჭვმიტანილია პარიზის ტერაქტებში თანამონაწილეობაში.
ნაჯიმ ლააშრაუის ძმის, მურადის განცხადებით, მათ 2013 წლიდან ნაჯიმის შესახებ არაფერი სმენიათ და შოკირებულნი იყვნენ, როდესაც პარიზის ტერაქტების შემდეგ, მათთან პოლიცია მივიდა და ოჯახის წევრები მისი ძმის შესახებ დაკითხა.
ბელგიურმა მედიამ მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, რომელიც პროკურატურამ მალევე უარყო.
შეგახსენებთ, 22 მარტს ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების შედეგად, უკანასკნელი მონაცემებით, 31ადამიანი გარდაიცვალა, დაშავებულია 270-ზე მეტი ადამიანი. ტერაქტებზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
29 წლის იბრაჰიმ ალ-ბაკროუმა და ნაჯიმ ლააშრაუიმმა თავი ბრიუსელის აეროპორტში აიფეთქა აიფეთქეს. იბრაჰიმის ძმამ, ასევე ბელგიის მოქალაქემ 27 წლის ხალიდ ალ-ბაკროუიმ კი ბრიუსელს მაალბეკის მეტროსადგურში.
სამივე მათგანი აეროპორტის სათვალთვალო კამერამ ერთად 8 საათისთვის, აეროპორტში დააფიქსირა.

მასალის გამოყენების პირობები






