განადგურებულია თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი
საზოგადოება - 20:53, 06 Apr, 2013     2384

ზოგიერთი ინფორმაციით, დოკუმენტი, შესაძლოა, ჩრდილოეთ კავკასიაში, კერძოდ გროზნოში ინახება. თუმცა არსებობს ვერსია, რომ ის განადგურდა.

 

 

აღნიშნული დოკუმენტი, საქართველოს უზენაესი საბჭოს სამდივნოს ყოფილი უფროსისი ჰამლეტ ჭიპაშვილის ინფორმაციით, დეკლარაცია მიღების შემდეგ სამდივნოს სეიფში ინახებოდა. შემდეგ იგი ზვიად გამსახურდიამ წაიღო და ჰამლეტ ჭიპაშვილს მის დაბრუნებას შეჰპირდა. რამოდენიმე შეხსენების მიუხედავად, გამსახურდიას ეს დოკუმენტი არ დაუბრუნებია. აღნიშნულს ყოფილი პრემიერი თენგიზ სიგუაც ადასტურებს.

 

როგორც ცნობილია, არსებობს დაკარგული დეკლარაციის 2 ასლი, რომელთაგან ერთზე, კერძოდ გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკაში" გამოქვეყნებულ აქტზე მანანა არჩვაძე გამსახურდიას ხელმოწერა არ ფიგურირებს. ხოლო, გაზეთ "თბილისში" გამოქვეყნებულ ვერსიაში ეს ხელმოწერა არსებობს.

 

newsnews

 

 

 

 

 

 

ყოფილი პარლამენტარი, პეტრე მამრაძე ფიქრობს, რომ მანანა არჩვაძის ხელმოწერით დოკუმენტმა იურიდიული ძალა დაკარგა. ზვიად ძიძიგურის აზრით, იურიდიული კანონმდებლობით შესაძლებელია, რომ ნოტარიულად დამოწმებულ ასლს დედნის ფუნქცია მიენიჭოს.

თენგიზ სიგუას განცხადებით 1992 წელს მან მისცა დავალება საქართველოს შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროებს, მოეძიებინათ დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. ძიება უშედეგოდ დასრულდა. ვერსიის თანახმად დამოუკიდებლობის აქტი გროზნოში იქნა წაღებული და ჩეჩნეთის პირველი ომის ერთერთი საბრძოლო მოქმედების დროს განადგურდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42