09:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.
მის: ინგოროყვას 7
"საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის გასვლითი სხდომების
11:00 საათზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N419
11:30 საათზე ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერების შეხვედრა ადგილობრივ აქტივთან.
მისამართი: ქუთაისი, პუშკინის 6
12:00 საათზე, საბურთალოს რაიონის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება გამგეობასა და კომპანია „გალფს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა, რომლის მიხედვითაც, კომპანია ყაზბეგის N27-თან ახალ სკვერს მოაწყობს. მემორანდუმს ხელს მოწერენ საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე და კომპანია „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ დირექტორი გიორგი დევაძე.
მისამართი: ა. მიცკევიჩის 29
12:00 საათზე განათლების, კულტურის, სპორტის, საგზაო მოძრაობის სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაში განსახორციელებელი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის პრეზენტაცია გაიმართება
სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერია", შეხვედრების ოთახი N5
15:00 საათზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სხდომა გაიმართება, სადაც შპს ”მობიტელისა” და შპს ”კავკასუს ონლაინის” ერთობლივი განცხადება განიხილება. სხდომას პარტია ”რეფორმატორების” ლიდერები დაესწრებიან და ქართულ ბაზარზე კომპანია ”ვიმპელკომის” შემოსვლას გააპროტესტებენ.
მის.: ქეთევან წამებულის გამზ. ბოჭორმის ქ. 50/18 (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია)
17:00 საათზე სასტუმრო რუმსში, ბიზნეს ასოციაცია „ქალები მომავლისთვის“ მართავს შეხვედრას ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან ლაშა ხუციშვილთან. შეხვედრას ასევე დაესწრებიან მამუკა ბარათაშვილი, საგადასახადო დეპარტამენტის უფროსი და ნიკოლოზ გაგუა, ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტის უფროსი.
შეხვედრა საინფორმაციო ხასიათისაა და მიზნად ისახავს გააცნოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს მოგების გადასახდის ესტონური მოდელი, მისი მნიშვნელობა და თავისებურებები.
მასალის გამოყენების პირობები






