მიხეილ ლესინის გამოცხადებული მკვლელობა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ინფორმაციით მკვდარი იპოვეს სასტუმროში, კვლავ გამოცანად რჩება. არსებობს ვერსია, რომ მისი მკვლელობა პუტინის დაკვეთით მოხდა, თუმცა ვრცელდება ახალი ვერსიები, რომლის მიხედვითაც ლესინი შესაძლოა ცოცხალია და ის ამერიკულ დაზვერვას პუტინის კორუფციული სქემებისა და ფინანსების შესახებ ჩვენებას აძლევს მის წინააღმდეგ ყველა ბრალდების მოხსნის საფასურად. ყველა ანალიტიკოსი თანხმდება იმაზე, რომ პუტინის ყოფილი მრჩევლის აშშ-ს დედაქალაქში ჩასვლა ძალიან ჰგავს გაქცევას რუსეთიდან. ის მოულოდნელად გაემგზავრა მოსკოვიდან, რაც ძალიან საეჭვოდ მიიჩნევა. ერთ-ერთი მთავარი ვერსიის მიხედვით, ლესინი, რომელიც აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს გამოძიების ობიექტი იყო, გეგმავდა ჩვენების მიცემას რუსეთში არსებული კორუფციისა და პუტინის ანგარიშების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაკარგავდა აქტივებს, რომელიც მას გააჩნდა დასავლეთში და ამისთვის ის მოკლეს.
სტრატფორის ანალიტიკოსი, ლორენ გუდრიჩის აზრით, ცინამდვილეში ლესინი ცოცხალია და ინფორმაციის სანაცვლოდ ის ჩართეს ამერიკულ მოწმეების დაცვის პროგრამაში, რაც ითვალისიწნებს სახელისა და დოკუმენტების შეცვლას.
მასალის გამოყენების პირობები






