გუშინ, ტეხასის ქალას ფორტ-უერტის სასამართლომ, აშშ-ში მცხოვრები უკრაინელი პიანისტის, ვადიმ ხოლოდენკოს მეუღლეს ბრალი ოფიციალურად წაუყენა.
31 წლის სოფია ციგანკოვას შვილების - 5 წლის ნიკასა და 1 წლის მიკაელას მკვლელობაში ადანაშაულებენ, რაც ტეხასის შტატის კანონმდებლობით სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს.
შემზარავი შემთხვევა 17 მარტს მოხდა.
ვადიმ ხოლოდენკო, რომელიც მეუღლესთან გაშორებული იყო, შვილების სანახავად ყოველ დღე მიდიოდა. პიანისტი 17 მარტს ნიკას სკოლაში წასაყვანად მივიდა . სახლში კი შემზარავი სურათი დახვდა. ორივე გოგონა გარდაცვილი დახვდა. გოგონებს სახეზე ბალიში ჰქონდათ დაფარებული, თვითონ დედა კი სამზარეულოში , დასისხლიანებილი მუხლებზე იყო დამხობილი .
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სოფია ციგანკოვამ შვილები მოკლა და სხეულზე თვითდაზიანებებიც მიიყენა.
სასამართლო სხდომაზე მან დანაშაული არ აღიარა, თუმცა განაცხადა, რომ ჭრილობები, თვითმკვლელობის მიზნით მიიყენა.
როგორც გაირკვა, დაქორწინებამდე, მარია ფსიქიატრთან დადიოდა. გოგონების გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე კი ის, ფორტ-უერტის ერთ-ერთ ფრიქიატრიულ კლინიკას ესტუმრა.
29 წლის ვადიმ ხოლოდენკო ვან კლიბერნის საერთაშორისო კონკურსის 2013 წლის გამარჯვებული, ასევე, ვლადიმირ სპივაკოვის და იური ბაშმეტის ფონდების სტიპენდიანტი და რუსეთის ახალგაზრდული პრემია „ტრიუმფის“ ლაურეატია.
მასალის გამოყენების პირობები






