,,სტარტაპების“ დაფინანსების ინსტიტუტისთვის 30-35 მილიონი ლარია გამოყოფილი - ქუმსიშვილი
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:38, 24 Mar, 2016     1245
„ეს არის კერძო და საჯარო პარტნიორობის მიმართულება პროფესიული განათლების ნაწილში, სადაც ადამიანები ბიზნესის სფეროში მოთხოვნად პროფესიებს დაეუფლებიან“- ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ტექნოლოგიურ პარკში გამართულ პროფესიული განათლების პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

პროფესიული განათლების რეფორმის გეგმა საზოგადოებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა წარუდგინა, დეტალური პრეზენტაცია კი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ გამართა. მინისტრის განცხადებით, პროფესიული განათლების რეფორმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული 4-პუნქტიანი გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც უზრუნველყოფს დამსაქმებლის ჩართულობით საგანმანათლებლო პროცესის წარმართვას, საწარმოო პრაქტიკის კომპონენტის გაძლიერებას და შრომის ბაზარზე ორიენტირებული პროფესიების შერჩევას.

„დღეს ჩვენ მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაში განათლების რეფორმის ნაწილზე ვისაუბრეთ. განათლების სამინისტრომ წარმოადგინა ახალი მიმართულება, რომელიც არის კერძო და საჯარო პარტნიორობის მიმართულება პროფესიულ განათლების ნაწილში, სადაც ადამიანები დაეუფლებიან ბიზნესის სფეროში მოთხოვნად პროფესიებს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დაწყებითი ბიზნესის დაფინანსების ინსტრუმენტთან დაკავშირებით ძალიან აქტიურად იმუშავა საპარტნიორო ფონდმა და მასთან ერთად ეკონომიკის სამინისტრომ. უახლოეს დღეებში მთავრობაზე გატანილი იქნება შესაბამისი დადგენილება, ხოლო შემდგომში გვექნება უკვე ამ პროექტის ოფიციალური პრეზენტაცია“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მინისტრის თქმით, დღეის მდგომარეობით, სტარტაპების დაფინანსების ინსტიტუტისთვის უკვე განსაზღვრულია 30-35 მილიონი ლარის მოცულობის ფონდი, რომელიც გადანაწილებული იქნება თბილისზე და რეგიონებზე. „დაწყებით ბიზნესებს ექნებათ შესაძლებლობა, კომერციული ბანკებიდან უზრუნველყოფის გარეშე აიღონ სესხები იდეის მდგრადობის გადამოწმების შედეგად. ეს არ არის მხოლოდ სტუდენტებზე, ამ წუთის მდგომარეობით, ეს არის დაწყებით ბიზნესზე, სადაც ახალგაზრდებს პრეფერენციები ექნებათ“ - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

ტექნოპარკში გამართულ პრეზენტაციას სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების სტუდენტები, ექსპერტები, დიპლომატიური კორპუსისა და საქართველოს მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42