რაც შეეხება უშუალობ ბრიუსელს აქ გუშინ მომხდარი ტერაქტის შემდეგ უპრეცენდენტო უსაფრთხოების ზომებია მიღებული და ყველა ქვეყნის საზღვრები, ავია და რკინიგზის მაგისტრალები განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ არის აყვანილი.
ამოცნობილია თითქმის ყველა ტერორისტი. ერთ–ერთმა მათგანმა აფეთქების შემდეგ დატოვა ბრიუსელის აეროპორტი და ახლა მას მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ. ნაჯიმ ლახრაუი პარიზის ტერაქტების განხორციელებისთვისაც იძებნება, რადგან მისი დნმ-ის კვალი საფრანგეთში ნაპოვნს შაჰიდის ქამრებზეა აღმოჩენილი.
ბელგიის პროკურატურაში აცხადებენ, რომ გამოძიების დეტალები დაზუსტებულია. გამოძიება აეროპორტის ფოტოზე ასახული ორი პირის ვინაობის დადგენაზე მუშაობს. დანამდვილებით ცნობილია, მხოლოდ ძმების ვინაობა და რომ ერთ-ერთმა თავი აეროპორტში, მეორემ კი მეტროში აიფეთქა.
ბრიუსელში განხორციელებულ ტერაქტებს, ბოლო , ოფიციალური მონაცემებით 31 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 270. ამის შესახებ ბელგიის მთავარმა პროკურორმა ფრედერიკ ვან ლიოვმა პრესკონფერენციაზე გაანცახადა.
მასალის გამოყენების პირობები






