აშშ-ში, იუტას შტატში მცხოვრები, 19 წლის მეისონ უელსი, გუშინ, ტერაქტის დროს ბრიუსელის აეროპორტში იმყოფებოდა. ბიჭმა მრავალობითი ჭრილობები და დამწვრობა მიიღო, თუმცა, საბედნიეროდ გადარჩა.
როგორც აღმოჩნდა, მეისონი მისი ცხოვრების მანძილზე, მესამე ტერაქტს გადაურჩა.
უელსის მამის განცხადებით, მთელი ოჯახი , 2013 წელს ბოსტონის ტერაქტს სასწაულებრივად გადაურჩა. ისინი, მარათონს ესწრებოდნენ და ტერაქტის ადგილიდან მხოლოდ ერთი სახლის მოშორებით იდგნენ. 2015 წელს კი მეისონი პარიზში მშობლების გარშე იმყოფებოდა. მისი პარიზში ყოფნა, სისხლიანი ნოემბრის ტერაქტს დაემთხვა. ამჯერად, თავდასხმების ეპიცენტრში არ ყოფილა, გაუმართლა და ქალაქიდან 2 საათის სავალზე იმყოფებოდა.
გუშინ, ბრიუსელში მომხდარი ტერაქტი კი , მისთვის ლამის ფატალურად დასრულდა.
"ამბობენ, რომ ჩემს შვილს ღმერთმა სამი სიცოცხლე აჩუქა. მადლობელი ვარ, რომ მან ამ ყველაფრის გადატანა შეძლო" - ახცადებს მეისონის მამა.
შეგახსენებთ, გუშინ ბრიუსელის ტერაქტების სერიას 34 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 250-ზე მეტი ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები






