ბრიუსელის აეროპორტის მამაცი თანამშრომელი, ალფონს იოლა, რომელიც მომხდარ ტრაგედიას არ შეუძინდა და აფეთქებების შემდეგ მიმდებარე ტერიტორია არ დატოვა, მან რამდენიმე დაშავებული უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანა და სამედიცინო პერსონალს თუ ძალოვნებს მათთვის შესაბამისი დახმარების აღმოჩენა გაუადვილა.
ალფონსი 22 მარტს სამსახურში მისი მოვალეობის შესასრულებლად მივიდა, იგი საბარგო განყოფილზებაში მუშაობდა და ბარგის დახარისხებით იყო დაკავებული, როდესაც გაიგო ყვირილი არაბულ ენაზე და შემდგომ ძლიერი აფეთქების ხმა.
„გავიგე მამაკაცმა რამდენიმე არაბული სიტყვა ხმამაღლა რომ წარმოსთქვა და შემდეგ ამას აფეთქება მოჰყვა, იყო მეორე აფეთქებაც, რომელიც პირველთან შედარებით გაცილებით ძლიერი გახლდათ“, - აცხადებს იგი.
როგორც ცნობილია, აეროპორტში მომხდარი ტრაგედიის გამო შექმნილი პანიკის მიუხედავად, ალფონსმა მიმდებარე ტერიტორია არ დატოვა. იგი რამდენიმე მოხუც ადამიანს დაეხმარა, ისინი ლიფტის კაბინაში შეიყვანა, შემდეგ კი სხვა დაშავებულებისკენ წავიდა.
„იქ ძალიან ბევრი დაშავებული ადამიანი იყო, რომლებსაც დახმარება ესაჭიროებოდათ. საშინელი სანახაობა ტრიალებდა, მე მინიმუმ შვიდი გარდაცვლილი ადამიანი ვნახე, იყვნენ დასახიჩრებულნიც, ხედავდი ადამიანებს, მაგრამ მათ კიდურები მოწყვეტილი ჰქონდათ, ყველაფერი სისხლით იყო მოსვრილი“, - ამბობს ალფონსი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში აფეთქებები მოხდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 35 ადამიანი, 250-მდე კი დაშავდა. ბელგიაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

მასალის გამოყენების პირობები






