გარდაცვალებიდან 16 წლის შემდეგ წარმოშობით ქართველი, უკრაინელი ჟურნალისტის გიორგი ღონღაძის ცხედარი გუშინ კიევის მიწას მიაბარეს. ღონღაძესთან გამოსამშვიდობებლად მისი ნათესავები, კოლეგები, პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები და უკრაინის ეროვნული დეპუტატები მივიდნენ.
ამ დრომდე მისი ცხედარი მორგში ინახებოდა, რადგან დედა აცხადებდა, რომ ის მის შვილს არ ეკუთვნოდა. ლესია ღონღაძე 2013 წლის 30 ნოემბერს 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.
დაკრძალვამდე ერთი დღით ადრე, ჟურნალისტის ქვრივი მიროსლავა ღონღაძე უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს შეხვდა. პეტრო პოროშენკომ გიორგი ღონღაძეს გმირის წოდება მიანიჭა.
გიორგი ღონღაძე ინტერნეტ-გამომცემლობა Украинская правда-ს ხელმძღვანელობდა. ის კიევში 2000 წლის 16 სექტემბერს გაუჩინარდა. თავმოკვეთილი ცხედარი კი 2000 წლის 2 ნოემბერს კიევის მახლობლად ტყეში იპოვეს.
ღონღაძის სიკვდილთან დაკავშირებული გამოძიება ხმაურიან სკანდალში გადაიზარდა. მისი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია 2 ადამიანი, თუმცა გიორგი ღონღაძის მკვლელება დღემდე გამოძიებული არ არის.
გიორგი ღონღაძის ქვრივმა მიროსლავა ღონღაძემ და შვილებმა პოლიტიკური თავშესაფარი ამერიკის შეერთებულ შტატებს სთხოვეს და ამჟამად აშშ-ში ცხოვობენ.







მასალის გამოყენების პირობები






