„Air Astana“-ს მგზავრებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდებიან
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:37, 23 Mar, 2016     1117

ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნული ავია-კომპანია „Air Astana“-ს მგზავრებს თვითმფრინავის ბორტზე შესაძლებლობა ექნებათ ქართული ღვინო დააგემოვნონ.

აღნიშნული აქცია „ქართული ღვინის კვირეულის“ ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ქ. ასტანას საერთაშორისო აეროპორტის ახლად გახსნილ ვიპ–დარბაზში მიმდინარეობს.

„ქართული ღვინის კვირეული“ ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნული ავია–კომპანია „Air Astana“-ს მხარდაჭერით 18-იდან 23 მარტის ჩათვლით იმართება.

ღონისძიების გახსნაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ პატარაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოსა და ყაზახეთს შორის ორმხრივი სავაჭრო–ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების აქტუალურ საკითხებზე.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ექსპოზიცია, ქართული ღვინისა და ვაზის კულტურის თაობაზე, ისაუბრეს საქართველოში მეღვინეობის უძველესი კულტურის და ტრადიციის შესახებ, ხაზი გაესვა იუნესკო-ს მიერ ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ტრადიციული მეთოდის მსოფლიო არამატერიალური კულტურის ნიმუშად აღიარების ფაქტს.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს საელჩოს მიერ წარმოდგენილი იქნა საინფორმაციო ილუსტრირებული ბროშურები საქართველოს კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობების, საქართველოს ტურისტული რეგიონების პოტენციალისა და ეთნოგრაფიული კუთხეების, საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და განხორციელებული რეფორმების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნული ავია–კომპანია „Air Astana“-ს გადაწყვეტილებით 2015 წლის 2 ივნისიდან ამოქმედდა ავიარეისები ასტანა– თბილისი–ასტანას მიმართულებით, რაც საქართველოს საელჩოს მიერ ორ ქვეყანას შორის ტურიზმის განვითარების სფეროში გატარებული პოლიტიკის შედეგს წარმოადგენს.

ყაზახეთში „ქართული ღვინის კვირეულის“ გამართვა მიზნად ისახავს ქართული კულტურის, ისტორიის, ტრადიციებისა და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას და ცნობადობის ამაღლებას ქართული ეროვნული წარმოების პროდუქციაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42