ბელგიის აეროპორტში ტერორისტებმა ასაფეთქებლები ჩემოდნებით შეიტანეს. როგორც ცნობილია, ერთ-ერთმა ტერორისტმა ბოლო წამს ბომბის აფეთქება გადაიფიქრა და მიიმალა, მას მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ, ეჭვმიტანილის ვინაობის დადგენა ჯერჯერობით ვერ ხერხდება, თუმცა სამართალდამცავები ფოტოებს უკვე ავრცელებენ.
ოფიციალური ცნობით, მას ორი თანამზრახველიც ახლდა, რომლებიც ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შემდეგ გარდაიცვალნენ.
გასულ ღამეს ბრიუსელის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაცია ცატარდა, სადაც სამართალდამცავებმა კიდევ ერთი ბომბი და ისლამური სახელმწიფოს დროშია აღმოაჩინეს. პოლიციას ტაქსის მძღოლი დაეხმარა, რომელმაც აეროპორტში საეჭვო პირები მიიყვანა, მათ ისეთივე ჩემოდნები ჰქონდათ, რომლებშიც ჩამონტაჟებული ბომბები აფეთქდა.
ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები კვლავ გაძლიერებულია.
მასალის გამოყენების პირობები






