გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრიუსელში მოწყოილ ტერაქტებში შესაძლოა ბელორუსი ძმები ივანე და ალექსეი დოვბაშებიც მონაწილეობდნენ. თუმცა, ძმები ამ ფაქტს უარყოფენ და მათი განცხადებით, უკვე მიმართეს ბელგიის სპეცსამსახურებს.
განცახდება გააკეთა ბელორუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმაც.
"ამ პირების შესახებ ჩვენთვის ცნობილია და ამჟამად მიმდინარეობს გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება, არიან თუ არა დოვბაშები ტერაქტთან კავშირში," - აცხადებს ბელორუსის სუკ-ის პრესმდივანი დიმიტრი პობრიაჟინი.
რუსულმა საინფორმაციო საიტმა LifeNews-მა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა ევროკავშირის წარმომადგენლებს გადასცეს ინფორმაცია, რომ ევროკავშირის ერთერთ ქვეყანაში მზადდება ტერაქტები და მაში მონაწილეობა შესაძლოა ძმებმა დოვბაშებმა მიიღონ. სააგენტოს ინფორმაციით ძმებმა სირიაში ისლამი მიიღეს და ამჟამად ევროკავშირის ტერიტორიაზე იმყოფებიან.
მასალის გამოყენების პირობები






