ტიხრული მინანქრის ისტორია
საზოგადოება - 16:47, 22 Oct, 2012     5231

რომელიც შუა ბრინჯაოს ეპოქასთან დაკავშირებული მრავალსაუკუნოვანი თვითმყოფადი ტრადიციების საფუძველზე ვითარდებოდა. ამ სკოლის ტრადიციები XII-XIII საუკუნეებში ოქრომჭედლობის ცნობილი ქართველი ოსტატების ბექა და ბეშქენ ოპიზრების საიუველირო ნაკეთობებში გვხვდება.მინანქარს თვალსაჩინო ადგილი უჭირავს შუა საუკუნეების ქართულ ხელოვნებაში. იგი ისევე ფასობდა, როგორც ხუროთმოძღვრება, კედლის მხატვრობა და რელიეფური პლასტიკა. ამის ყველაზე თვალსაჩინო ნიმუშია ხახულის ხატზე შემორჩენილი მინანქრის რაოდენობა და შესრულების მაღალი დონე. ქართული ტიხრული მინანქრის კოლორიტი განსხვავდება სხვა (მაგ., ბიზანტიური) ქვეყნების ტიხრული მინანქრისგან. ქართული მინანქრის ფერებს შორის თავისებურია ე.წ. ღვინისფერი და გამჭვირვალე მწვანე.
ქართული მინანაქრის განვითარების ხანგრძლივი ისტორია უშუალო კავშირშია ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ძლიერებასთან. ძირითადი მიღწევები ოქროს საიუველირო ნაკეთობათა დამზადების ტექნიკის სფეროში - გრეხილურის, ჭედურობის, კვერვის, განსაკუთრებით კი, ზედნადები ცვარას გამოყენება - დიდი დროის მანძილზე შემორჩა ოქრომჭედლობას. ამასთანავე, ახალი მასალის - მინის,განსაკუთრებით,ფერადი მინის დამზადების ხერხის აღმოჩენასა და დანერგვასთან ერთად, საიუველირო ნაკეთობათა პოლიქრომიაში ცვლილებები ხდება. უკვე გვიან ანტიკურ ხანაში ოქროს საიუველირო ნაკეთობაში ფერადი მინა ცვლის ძვირფას და ნახევრად ძვირფას ქვებსა და პასტას. ჩვ. წ-ით II საუკუნეში ჩნდება პირველი ტიხრული მინანქრის ნიმუშები.
ქართულ ხელოვნებაში, უმთავრესად, ტიხრული მინანქარია ცნობილი. ამოღრმავებული მინანქრის ერთადერთი ნიმუში, რომელიც ჯუმათის ეკლესიაში იყო დაცული, ამჟამად დაკარგულია.
შუა საუკუნეების ქართული ტიხრული მინანქრის ნიმუშები საკმაოდ მრავლად არის შემონახული. მათი მხატვრული ღირსებები განსაზღვრავს ქართული მინანქრის განსაკუთრებულობას, წარმოგვიდგენს ეპოქის მხატვრული შემოქმედების სიმდიდრესა და ბრწყინვალებას. ამ პერიოდის ტიხრული მინანქრის ნიმუშებში გამოყენებულია მაღალი სინჯის ოქრო ან ოქროსა და ვერცხლის შენადნობი , რაც მეტ სიმყარეს ანიჭებს მინანქარს.
აღნიშნული პერიოდის მინანქრები,ძირითადად,საეკლესიო დანიშნულების ნივთებია, მათ შორის იშვიათად თუ გვხვდება საერო ხასიათის მცირე ზომის ნაკეთობები.
ქართული მინანქრული ხელოვნების განვითარებაში X და XII-XIII საუკუნეები განსაკუთრებული შემოქმედებითი აღმავლობით ხასიათდება. აღნიშნული პერიოდის მინანქრებს ძირითადად ოქროს ფონი აქვს, თუმცა, იყენებდნენ აგრეთვე მინანქრის ფონსაც. მინანქროვანი ფონის ოქროს ფონით შეცვლა XX საუკუნის ძირითადი ტენდენციით არის განპირობებული და ემსახურება ფიგურული გამოსახულების უკეთ გამოვლენას - ფიგურისა და ორნამენტის გამიჯვნას. XII-XIII საუკუნეებში შექმნილი მინანქრებისათვის დამახასიათებელია -სიმდიდრე, დეკორატიულობა, ცხოველხატულობა და მხატვრული დინამიკა.
XV საუკუნის შემდეგ, მინანქრის ხელოვნება და მისი შესრულების ტექნიკა საქართველოს დასუსტებისა და მრავალრიცხოვანი შემოსევების გამო ხანგრძლივი დროის მანძილზე დავიწყებას მიეცა. ყველაზე გვიანდელი ნიმუში ტიხრული მინანაქრისა - ,,გველეშაპთან მებრძოლი წმინდა გიორგი’’- სწორედ, ამ პერიოდს (XV ს.) მიეკუთვნება. იგი კვლავ აღორძინდა XX საუკუნის მეორე ნახევარში. ქართული მინანქრის ეს პერიოდი ქართული სამინანქრო ხელოვნების ისტორიის გაგრძელებაა, რომელიც თავისი სტილის, შესრულების მანერის და კოლორიტის შემკულობით ინარჩუნებს თვითმყოფად ქართულ სახეს.
XX საუკუნის 40-იან წლებში მინანქრისადმი ინტერესმა ახალი ძალით იფეთქა. დღეს მინანქარი სულ უფრო პოპულარული ხდება ჩვენს საზოგადოებაში და არა მარტო ხატების მორთულობებისათვის, არამედ სამკაულებისათვისაც გამოიყენება. ახლა ამ სფეროში უამრავი ხელოვანი მოღვაწეობს.
შუა საუკუნეების ტიხრული მინანქრის ძეგლები,რომლებიც საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია თავმოყრილი, მსოფლიო საგანძურის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კოლექციადაა აღიარებული და სინატიფით და შესრულების განუმეორებელი ხარისხით გამოირჩევა.წლების მანძილზე ,საქართველოს ეკლესია-მონასტრებში შემონახული ბევრი ნივთი უკვალოდ გაქრა, ბევრი მათგანი კი, მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებსა და კერძო პირთა კოლექციაში აღმოჩნდა, რომელიც ღირსეულ მეტოქეობას უწევს ვენეციის მინანქრების უმდიდრეს საგანძურს.
საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ტიხრული მინანქრის ორასზე მეტი ნიმუში ინახება.აქ თავმოყრილია ის ძეგლები,რომლებიც ადრე საქართველოს სხვადასხვა მონასტერში ინახებოდა; აგრეთვე ნაწილი ნივთებისა,რომლებიც ქვეყნიდან გაიტანეს და მხოლოდ 1923 წელს,ზოგი კი, უფრო გვიან,ექვთიმე თაყაიშვილის დამსახურებით ,დაუბრუნდა საქართველოს.მუზეუმში დაცული ტიხრული მინანქრები არსებითად საეკლესიო დანიშნულების ნივთებია ; მხოლოდ ერთადერთი კულონი და სამაჯურის ორი ფრაგმენტია საერო ხასიათისა.საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ტიხრულ მინანქართა საგანძურში საინტერესო კოლექციაა იმით,რომ გარდა ქართული მასალისა, აქ ბიზანტიური ძეგლებიცაა თავმოყრილი.
მინანქრული ძეგლები,როგორც ქართული,ისე ბიზანტიურიც - სტილისტურ მიდგომათა მრავალფეროვნებით უმდიდრეს მასალას წარმოადგენს შუა საუკუნეების ტიხრული მინანქრული ხელოვნების ისტორიისათვის.ეს ნამუშევრები გამოირჩევა იკონოგრაფიული თვალსაზრისითაც. ამ მხრივ,პირველ რიგში, ქართული ძეგლებია საინტერესო:ხახულის კვადრიფოლიუმი (VIII საუკ.) - ჯვარცმის სცენა,მთელი ტანით წარმოდგენილი მფრინავი ანგელოზებითა და მაკურთხებელი მარჯვენით;შემოქმედის კვადრიფოლიუმი ( XII-XIII საუკ.) - ანთებული სანთელი.
ამ ტიხრული მინანქრული ძეგლების გაუხუნარი მშვენიერება დღესაც აღელვებს ნამდვილი ხელოვნების აურაცხელ თაყვანისმცემელს.
საქართველოს საპატრიარქოს, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით და ფოკას წმინდა ნინოს დედათა მონასტრის იღუმენია ელისაბედის ძალისხმევით, 2000 წლიდან, მონასტერში მინანქრის დამუშავების ტრადიციების აღდგენა დაიწყო და დავით კაკაბაძის ხელმძღვანელობით დაარსდა სახელოსნო ,, ფოკანი’’. სახელოსნოში შექმნილი ნამუშევრები გამოირჩევა ქართული ორნამენტული მოტივებით, რომლებიც ჰარმონიულად არის შერწყმული თანამედროვე ფორმებთან.სწორედ თავდაუზოგავმა მუშაობამ ქართულ მინანქარს კვლავ დაუბრუნა ძველი დიდება .


 





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42