„მოხდა ის, რისიც გვეშინოდა, ჩვენი ქვეყანა გახდა მსხვერპლი ბრმა და ძალადობრივი ტერაქტების.“ განაცხადა შარლ მიშელმა
პრემიერმა დაადასტურა, რომ აეროპორტის აფეთქებები თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.
პრემიერმინისტრის თქმით, უწყებები მუშაობენ საფრთხის შესაფასებლად და უსაფრთხოების ზომები ტარდება, საზღვარზე სამხედრო კონტროლის გამკაცრების ჩათვლით.
პრემიერის თქმით არის მრავალი მსხვერპლი და დაშავებული.
შარლ მიშელმა ბელგიის მოსახლეობას სიმშვიდისკენ და შინ დარჩენისკენ მოუწოდა, პრემიერი თქმით ხალხი ტერაქტებს წინ ერთიანობით და სოლიდარობით უნდა აღუდგეს.
პრემიერის თქმით მთავრობა სიტუაციას აკონტროლებს, მიშელის თქმით ჯერჯერობით არ არსებობს დღეს მომხდარ ტერაქტებსა და პარიზის ტერაქტების ორგანიზატორის სალაჰ აბდესლამის დაკავების ფაქტს შორის პირდაპირი კავშირი.
მასალის გამოყენების პირობები






