მილიარდერი ბიზნესმენი და აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი ბელგიაში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება:
„გახსოვთ როგორი ლამაზი და უსაფრთხო ადგილი იყო ბრიუსელი? უკვე აღარ არის, იგი სხვა მსოფლიოს წარმოადგენს! აშშ უნდა იყოს ჭკვიანად და ფხიზლად“, - წერს ტრამპი ტვიტერში.
შეგახსენებთ, რომ ქალაქი, მომხდარი აფეთქებების შემდეგ პარალიზებულია. არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გაუქმებულია ევროკავშირის ინსტიტურების ყველა შეხვედრა.შეგახსენებთ, დღეს დილით, ბელგიის დედაქალაქში, ბრიუსელის ვანეტამის აეროპორტში ორი აფეთქება მოხდა. აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო, რასაც 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 35-მდე. აეროპორტის აფეთქებებიდან, რამდენიმე წუთში, აფეთქება ქალაქის ცენტრში მდებარე მეტროსადგურებში "შუმანსა" და "მაალბეკში" მოხდა. მეტროსადგურებში მომხდარ აფეთქებებს 15 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 90-მდე, მათგან 10-ის მდგომარეობა კრიტიკულია.აღსანიშნავია, რომ მეტროსადგურ „შუმანის მოედანთან “ ევროკავშირის ინსტიტურებია განლაგებულია, მაალბეკი კი იმ უბანში მდებარეობს, სადაც ემიგრანტები ცხოვრობენ და სადაც, რამდენიმე დღის წინ პარიზის ტერაქტების მთავარი ეჭვმიტანილი, სალაჰ აბდესლამი დააკავეს. ბრიუსელში საფრთხის უმაღლესი- მე-4 დონეა გამოცხადებული.
მასალის გამოყენების პირობები






