აღსანიშნავია, რომ მეტროსადგურ „შუმანის მოედანთან “ ევროკავშირის ინსტიტურებია განლაგებულია, მაალბეკი კი იმ უბანში მდებარეობს, სადაც ემიგრანტები ცხოვრობენ და სადაც, რამდენიმე დღის წინ პარიზის ტერაქტების მთავარი ეჭვმიტანილი, სალაჰ ამდესლამი დააკავეს.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, მეტროსადგურებში მომხდარ აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა. უცნობია დაშავებულთა რაოდენობა, წინასწარი ინფორმაციით დაშავებულთა რიცხვი დიდია შეგახსენებთ, დაახლოებით ერთი საათის წინ, ბელგიის დედაქალაქში, ბრიუსელის ვანეტამის აეროპორტში ორი აფეთქება მოხდა, რომელსაც წინასწარი ინფორმაციით 13 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 35-მდე ადამიანი. გავრცელებული ცნობით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. აეროპორტის აფეთქებებიდან, რამდენიმე წუთში, აფეთქება ქალაქის ცენტრში მდებარე მეტროსადგურებში მოხდა. მესამე და მეოთხე აფეთქებების შედეგად ბრიუსელში მდებარე ყვველა მეტროსადგური დაიხურა, მუშაობა შეწყვიტა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა. დაიხურა ასევე ევროპარლამენტის შენობა და გაუქმდა ყველა შეხვედრა.
მასალის გამოყენების პირობები






