ოაბამა კუბის ლიდერს, რაუკ კასტროს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ კი აშშ-ის ლიდერმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. ბარაკ ობამას თქმით, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის საკითხებთან დაკავშირებული უთანხმოება, კვლავ წარმოადგენს დაბრკოლებას კუბასა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გამყარების გზაზე.
ბარაკ ობამამ, კუბაში პოლიტპატიმრების არსებობაზე ისაუბრა, რაზეც რაულ კასტრომ უპასუხა , რომ მსგავსი ადამიანები ქვეყანაში არ არსებობენ.
"მომეცით ამ პოლიტპატიმრების სია და თუ ის არსებობს, დაღამებამდე ყველას გავათავისუფლებ" - განაცხადა კასტრომ.
თავის მხრივ, რაულ კასტრომ განაცხადა, რომ ბლოკადის მოხსნის შემთხვევაში, ვაშინგტონი და ჰავანა უფრო მეტის მიღწევას შეძლებდნენ. ობამას თქმით, ჰავანას წინააღმდეგ დაწესებული ამერიკული ემბარგო დასასრულს უახლოვდება. მისი გაუქმება იმაზა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად მოხდება არსებული უთანხმოების გაქრობა.
შეგახსენებთ, 1928 წლის შემდეგ ეს, კუბაში აშშ-ის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია.
ბარაკ ობამა ჰავანაში მეუღლესა და შვილებთან ერთად ჩავიდა.
აშშ-მა და კუბამ ურთიერთობის დათბობა 2014 წლის ბოლოს დაიწყეს. რამდენიმე თვის წინ ბარაკ ობასა და რაულ კასტროს შეხვედრაც გაიმართა, რომელიც ისტორიულ ხასიათს ატარებდა. აპრილში აშშ-ის პრეზიდენტმა კუბა საერთაშორისო ტერორიზმის სპონსორთა სიიდანაც ამოიღო. გასული წლის ივლისში კი, ამერიკის შეერთებული შტატებისა და კუბის ხელისუფლებამ ვაშინგტონსა და ჰავანაში საელჩები გახსნეს.
მასალის გამოყენების პირობები






