„ნადია თავს კარგად გრძნობს, დასკვნას 6 საათზე მეტხანს კითხულობდნენ, რის გამოც ჯანმრთელობის მცირედი პრობლემები შეექმნა, თუმცა, რაც შეეხება შიმშილობასთან დაკავშირებულ პრობლემას, ამ მხრივ ყველაფერი კარგადაა. საბრალდებო დასკვნა ბევრად არ შეცვლილა და რაც მთავარია, ის ისევ ითვალისწინებს გრძელვადიან პატიმრობას. ამიტომ, ამ პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლოდან არაფერს ველით და შედეგი პროგნოზირებადია.
სავჩენკოს გათავისუფლება მხოლოდ პოლიტიკური მოლაპარაკების შედეგად არის შესაძლებელი, რაც შეეხება პუტინს, მისი სურვილია სარგებელი ნახოს მოლაპარაკებებისგან. თუმცა, მისი პოზიცია უცვლელია, სავჩენკო არის მძევალი და მისი გაცვლა საკმაოდ სასარგებლო იქნება რუსეთისთვის, თუმცა, ვფიქრობ პუტინი მეტს მოითხოვს და არ დაკმაყოფილდება სანაცვლოდ მხოლოდ რუსი სამხედროების მიღებით“ - აცხადებს „კურიერთან“ საუბრისას ნადეჟდა სავჩენკოს ადვოკატი, მარკ ფეიგენი.
მასალის გამოყენების პირობები






