ლატაკიაში მდებარე რუსული სამხედრო ბაზების გამოსახულებებზე დაყრდნობით, რომლიც 17 მარტს არის გაკეთებული, ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ მოსკოვს სირიიდან შეიარაღებული ძალები გაყავს, თუმცა ამავდროულად აღნიშნულ ბაზებზე ინფრასტრუქტურას ზრდის და დამატებით ძალებს აგზავნის.
Stratfor-ის მონაცემებით, რუსეთმა ლატაკიის ბაზაზე მი-28-ის და კა-52-ის ტიპის საბრძოლო ვერტმფრენები განათავსა, რომელთაც არა მხოლოდ ავიაბაზის დაცვა, არამედ სამძებრო-სამაშველო ოპერაციების ჩატარება და სახმელეთი ჯარების საჰაერო მხარდაჭერით უზრუნველყოფაც შეუძლია.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, მოულოდნელად, სირიიდან რუსული საჯარისო ნაწილების ნაწილობრივ გამოყვანის შესახებ განკარგულება გასცა. მისი თქმით, რუსულმა არმიამ ყველა დასახული ამოცანა შეასრულა. პუტინის თქმით რუსული კონტიგენტი, დარჩება ტარტუსის საზღვაო ბაზასა და ჰმეიმიმის აეროდრომზე, ასევე დარჩებიან ამ ბაზების უსაფრთხოებისთვის საჭირო ძალები, რომლებიც ამავე დროს სირიაში, სამშვიდობო შეთანხმების დაცვას მიადევნებენ თვალს.
მასალის გამოყენების პირობები






