დავით საგანელიძე ჰონგ კონგის უნვერსიტეტში აბრეშუმის გზის ფორუმზე მოხსენებით წარსდგა
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:29, 21 Mar, 2016     1103
საპარტნიორო ფონდის დელეგაციის საქმიანი შეხვედრები ჰონგ კონგში გრძელდება. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ჰონგ კონგის უნვერსიტეტში გამართულ აბრეშუმის გზის ფორუმზე მთავარ მომხსენებლად წარსდგა. კონფერენცია, რომელსაც ჰონგ კონგის მთავრობისა და საქმიანი წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ საქართველოს და საპარტნიორო ფონდის საქმიანობას მიეძღვნა.

დავით საგანელიძემ ჰონგ კონგის აბრეშუმის გზის ფორუმზე საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებსა და პოტენციალზე საუბრისას აქცენტი გააკეთა საქართველოს სტრატეგიულ და მომგებიან გეოპოლიტიკურ მდებარეობაზე. ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკური გუნდის სამომავლო გეგმებსა და სტრატეგიაზე, რომელიც ეკონომიკის განვითარებაზე და ინვესტიციების მოზიდვაზეა ორიენტირებული.

ფორუმის ფარგლებში ფონდის ფინანსური დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ციმაკურიძემ დამსწრე საზოგადოებას საქართველოს საინვესტიციო კლიმატი და პირობები გააცნო. საპარტნიორო ფონდის დელეგაციამ კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს ეკონომიკის, საინვესტიციო პოტენციალისა და შესაძლებლობების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. საუბარი შეეხო ახალი აბრეშუმის გზის პროექტში საქართველოს მნიშვნელოვან როლსაც. საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ჩერქეზიშვილმა და უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა ნინო ჩოლოყაშვილმა ფორუმზე საპარტნიორო ფონდის მიმდინარე და სამომავლო პროექტების შესახებ პრეზენტაცია გააკეთეს და პოტენციურ ინვესტორებს ფონდის პროექტების განხორციელების სტრატეგია წარუდგინეს.

ფორუმზე სიტყვით წარსდგნენ საქართველოში ინვესტირებით დაინტერესებული ჩინური კომპანიები. გარდა ამისა, აღსანიშნავია უნივერსიტეტის პროფესორის ჯოზეფ ჩანის გამოსვლა, რომელიც შეეხებოდა აბრეშუმის გზის, „ერთი გზა-ერთი სარტყელის“ პროექტის განვითარებას და ამ პროექტის ფარგლებში საქართველოს ჩართულობას.

საპარტნიორი ფონდის დელეგაცია ჰონგ კონგის შემდეგ ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქმიან შეხვედრებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში განაგრძობს. დაგეგმილია ოფიციალური შეხვედრები ძიანსის პროვინციაში.

საპარტნიორო ფონდის დელეგაცია წარმოდგენილი იქნება ბოაოს საერთშორისო აზიურ ფორუმზე, რომელსაც მსოფლიოს ქვეყნების მთავრობის წარმომადგენლები და საქმიანი წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42