1928 წლის შემდეგ ეს, კუბაში აშშ-ის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია.
ბარაკ ობამა ჰავანაში მეუღლესა და შვილებთან ერთად ჩავიდა.
ვიზიტის ფარგლებში ის ქვეყნის პრეზიდენტს, რაულ კასტროს, შეხვდება და ქვეყანაში მიმდინარე სავაჭრო და პოლიტიკურ რეფორმებს განიხილავს.
დაგეგმილია მოლაპარაკება კუბელ დისიდენტებთანაც. ჰავანაში ბარაკ ობამა მეუღლესთან და ქალიშვილებთან ერთად ორ დღეა დარჩება.
აშშ-სა და კუბას შორის ურთიერთობები ნახევარი საუკუნის წინ, კუბაში კომუნისტური რევოლუციის შემდეგ გაიყინა.
აშშ-მა და კუბამ ურთიერთობის დათბობა 2014 წლის ბოლოს დაიწყეს. რამდენიმე თვის წინ ბარაკ ობასა და რაულ კასტროს შეხვედრაც გაიმართა, რომელიც ისტორიულ ხასიათს ატარებდა. აპრილში აშშ-ის პრეზიდენტმა კუბა საერთაშორისო ტერორიზმის სპონსორთა სიიდანაც ამოიღო. გასული წლის ივლისში კი, ამერიკის შეერთებული შტატებისა და კუბის ხელისუფლებამ ვაშინგტონსა და ჰავანაში საელჩები გახსნეს.


მასალის გამოყენების პირობები






