რამ განაპირობა პუტინის მოულოდნელი გადაწყეტილება სირიიდან ჯარების ნაუცბათევად გამოყვანის შესახებ?
ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებით ეს არ იყო გაქცევა, არამედ ეს იყო პიარ-სვლა, ერთგვარი მანევრი. ამ ვერსიაზე დგას სამხედრო მიმომხილველი პაველ ფელგენგაუერი. მისი აზრით, პუტინს სირიიდან გამოჰყავს ჯარების მხოლოდ 10%. ექსპერტი თვლის, რომ სირიაში მარტ-აპრილში ფრენები შეუძლებელია ქვიშის ქარიშხლების გამო და სწორედ ამიტომ, პუტინმა გააკეთა განცხადება, თითქოსდა ჯარების გაყვანის შესახებ, რომელსაც, მისი თქმით, მხოლოდ პროპაგანდისტული ხასიათი აქვს.
ფელგენგაუერი ასევე აღნიშნავს, რომ თვითმფრინავების უკან დაბრუნებას მხოლოდ და ხმოლოდ 2-3 საათი სჭირდება. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსულ ბაზაზე მთელი ინფრასტრუქტურა შენარჩუნებულია, როგორც საჰაერო ძალებისთვის, ასევე სახმელეთო ნაწილებისთვის, რომელიც რამდენიმე ათასი ადამიანისთვის არის გათვალისწინებული.
თუმცა ექსპერტთა დიდი უმრავლესობა თვლის, რომ ჯარების გაყვანა სინამდვილეში არის ნაუცბათევი გაქცება ბრძოლის ველიდან, მარცხის შიშის მოლოდინში.
სამხედრო-პოლიტიკური ანალიტიკოსის, საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტის იური ფიოდოროვის აზრით, პუტინის მცდელობა, წარმოაჩინოს გაქცევა ჯარების გაყვანად, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ,,პუტინს სურს, სასურველი წარმოაჩინოს სინამდვილედ“ - ამბობს ექსპერტი. პუტინმა წარმოაჩინა თავისი თავი, როგორც არასანდო პარტნიორმა, დაუქნია რა ფრთებით ასადს. ის პროგნოზირებს ასადის ხელისუფლების მკვეთრ შესუსტებას. ,,დამასოკს სამხედრო მდგომარეობა სერიოზულად შესუსტდება, რუსული თვითმფრინავები და რაკეტები ანადგურებდნენ ყველაფერს, რაც კი შესაძლებელი იყო მშვიდობიანი თუ სამხედრო ობიექტების ჩათვლით, რომლებიც იყო ოპოზიციის კონტროლის ქვეშ. ამაში ჩართული იყვნენ ირანისა და ჰეზბოლას შიიტური ნაწილები, რომლებიც წარმოადგენენ ასადის არმიის დამრტყმელ ძალას სახმელეთო ბრძოლებში. რუსული ავიაციის მხარდაჭერის გარეშე, ასადის პოზიციები სამხედრო თვალსაზრისით სერიოზულად შესუსტდება, თან ჩნდება ინფორმაცია, რომ პუტინის კვალდაკვალ თეირანიც გეგმავს თავისი დანაყოფების გაყვანას სირიიდან, ან არ არის გამორიცხული, რომ უკვე გამოჰყავს. ირანს ახლა გაუჩნდა უამრავი ახალი ამოცანა და პრობლემა - გააუმჯობესოს ურთიერთობა ევროპის ქვეყნებთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელთაგანაც იღებს მსხვილ ინვესტიებს და ნავთობის მოპოვების თანამედროვე ტექნოლოგიებს, რაც ხელს შეუწყობს ნავთობისა და გაზის მოპოვების გაზრდას. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ ასადის მდგომარეობა უბრუნდება იმ წერტილს, როგორიც იყო გასული წლის ზაფხულის ბოლოს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის სახის დაკარგვის საშინელი ფორმა, რადგან მონაწილეობა ომში გამარჯვების მოპოვების გარეშე, არც ისე უსაფუძვლოდ ითვლება დამარცხებად. მსოფლიო სახელმწიფოების ლიდერებისა და საზოგადოების აზრით, ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში და საერთოდ ტრადიციული საზოგადოებებისთვის, ასეთი გასვლა გამარჯვების გარეშე ნიშნავს - ,,პუტინი ვერ გაწვდა“. მან და მისმა გარემოცვამ ვერ მოახერხა იმ ამოცანების შესრულება, რომელიც მათ თავიანთ თავს დაუწესეს. რადგანაც ასეა, მათთან საქმის დაჭერას აზრი არ აქვს და ეს არამხოლოდ ემოციური თვალსაზრისით მოხდება ასე, არამედ წმინდა პრაგმატული თვალსაზრისითაც“.
თავის მხრივ, რიგი დამკვირვებლები და ექსპერტები ჩააცივდნენ პუტინის მოულოდნელ განცხადებას ჯარების გაყვანის შესახებ, იმ ჭირლში, რომ 12 მარტს ჰაერსაწინააღმდეგო ძალების მიერ იქნა ჩამოგდებული სამხედრო თვითმფრინავი სუ-34, სხვა ინფორმაციით - მიგ21.
ალფრედ კოხის აზრით, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების გაჩენა აჯანყებულთა მხარეზე, რომელაც შესწევა უნარი ჩამოყაროს რუსული თვითმფრინავები, შეცვალა სიტუაცია და არ არის გამორიცხული, სწორედ ამიტომ მიიღო პუტინმა შესაბამისი გადაწყვეტილება - მოაშოროს სირიას მოიერიშეები.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ასადის მოწინააღმდეგეებს, რომელსაც მხარს უჭერენ საუდის არაბეთი და თურქეთი, მოულოდნელად აღმოაჩნდათ ჩრდილო კორეული ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემები.
ყველა ჩამოთვლილ მიზეზს შორის სირიიდან ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით, ძალიან ვიწრო წრეში ექსპერტებისა არსებობს მოსაზრება, რომ პუტინის გარემოცვაში არის სერიოზული ბზარები.
ვიქტორ შევჩუკი დარწმუნებულია, რომ სირიიდან გასვლის მიზეზი გახლავთ დაუნდობელი შიდაკლანური ბრძოლა და განხეთქილება პუტინის გარემოცვაში, ქვეყანაში სერიოზული ეკონომიკური პრობლემების გამო. ის ცდილობს მიაპყროს საზოგადოების ყურადღება იმ ფაქტზე, რომ მისი აზრით პუტინის სირიიდან პანიკური გაქცევა, აშკარად მოულოდნელობა იყო ობამასთვის, შესაბამისად ევროპელებისთვისაც, რომელიც მიანიშნებს იმ აზრზე, რომ პუტინის თავს ხდება რაღაც ისეთი, რომელიც კარგად არის შენიღბული. სწორედ აქედან გამომდინარეობს ეს მოულოდნელობა.
რას შეიძლება ველოდეთ?
პუტინმა გასცა ბრძანება ჯარების გაყვანის შესახებ ასადისთვის უმნიშვნელოვანეს მომენტში, მაშინ, როცა ჟენევაში უნდა დაწყებულიყო მოლაპარაკებები და მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბრძანება გაიცა გასვლის შესახებ საღამოს და კამერების წინ. რჩება განცდა, რომ კრემლში ვიღაცის წინაშე ვალი მოიხადეს. ხოლო ასადმა ამ ყველაფრის შეახებ ტელეფონით შეიტყო.
სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით, შევჩუკი წერს: გვიან საღამოს, ფაქტიურად ღამე, პუტინმა მოიწვია საგანგებო თათბირი, წყაროს ინფორმაციით, ამ შეხვედრაზე პირველად გაჩნდა სერიოზული აზრთასხვადასხვაობა მთავრობის ეკონომიკური და სამხედერო ბლოკის წარმომადგენლებს შორის. დაპირისპირების მიზეზი 2016 წლის სამხედრო ბიუჯეტი გახლდათ. ეკონომიკურმა ბლოკმა ფაქტობრივად შეუძლებლად გამოაცხადა სამხედრო ოპერაციების დაფინანსება. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ხარჯები დონბასსა და სირიაში ყველა მოლოდინს გასცდა. ის ბევრად უფრო მეტი აღმოჩნდა, ვიდრე იგეგმებოდა, დანარკარგების ჩათვლით.
პრობლემა წამოიჭრა საღამოს თათბირზე მას შემდეგ, რაც რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ალექსი ულიუკაევმა დააყენა საკითხი ,,ცენტრბანკის“ ფინანსირების 100-დან 240 მილიარდ რუბლამდე გაზრდის თაობაზე. ულიუკაევი არწმუნებდა კოლეგებს, რომ ეკონომიკის სტიმულირებისთვის აუცილებელია სახელმწიფო ინვესტიციები, რომელიც ითვალისწინებს ეკონომიკის სტიმულირებას მათ შორის, ,,ცენტრობანკის“ დაფინანსებას. ულიუკაევის წინააღმდეგ გამოვიდა პრეზიდენტის თანაშემწე ანდრეი ბელოუსოვი და ბანკის მეთაური ელვირა ნაბიულინა, რომლებსაც არ მოეწონათ პროექტების დაფინანსების მექანიზმი. საეჭვოდ გამოიყურებიდა სარეზერვო ფონდებიდან ფულის გაურკვეველი მიმართულებით გაშვების მექანიზმი. აგრეთვე იდგა საკითხი ალმასის ფონდის რეზერვების გაყიდვის შესახებ და გადანაწილება თანხების უცხოურ საბანკო ანგარიშებზე. აქ თავისი როლი ითამაშა ძალოვანმა ბლოკმა, ამ შემთხვევაში სპეცსამსახურებმა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ მთავრობაში არიან ვირთხები, რომელთაც უკვე გადაწყვეტილი აქვთ გაიქცნენ გემბანიდან. ეს ყველაფერი ხდებოდა დასავლეთიდან არასასურველი ინფორმაციის ფონზე. პირველ რიგში ეს ეხებოდა უკრაინას - ან რუსეთი ასრულებს შეთანხმებას უკრაინასა და სირიაში, ან სანქციები გამკაცრდება, რის შედეგადაც რუსეთი ვერ მიიღებს სესხებსაც კი, იმ ფონზე, როდესაც საბანკო სისტემის სტაბილიზებისთვის დანახარჯი შეადგენს 1 მილიარდ დოლარს. ეს უკვე ის ზღვარია, რის შემდეგაც რუსეთის ეკონომიკა უბრალოდ ვერ იარსებებს.
სულ რაღაც ერთი დღით ადრე, საღმოს პუტინთან ამ გაუგებარ თათბირამდე, გრუ-მ წარმოადგინა მონაცემები იმის შესახებ, რომ თურქეთის მოწინავე ქვედანაყოფები და სპეცდანიშნულების რაზმები უკვე ამოქმედდნენ სირიის ჩრდილოეთში. გარდა ამისა, სირიის ოპოზიციას შეარაღებაში აღმოაჩნდა ჩრდილო კორეული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, რომლებმაც უკვე თავი გამოიჩინეს საქმეში - ჩამოგდებულია რუსული თვითმფრინავი, რომელიც ასადის თვითმფრინავად გაფორმდა. ამის შემდეგ, რუსულმა თვითმფრინავებმა ფრენები პრაქტიკულად შეწყვიტეს.
გადაწყვეტილება სირიიდან ჯარების გაყვანის შესახებ მიღებულ იქნა სწორედ, ამ უცნაურ თათბირზე, სადაც სამხედროებს სერიოზულად მიუთითეს - დაასრულეთ ომი!
აბსოლუტურად გაუგებარია, რა მოუხერხონ დონბასს, სადაც მილიარდობით დოლარი იხარჯება, თან რაიმე შედეგის მომტანი კრემლისთვის იქ არ არის.
ის, რაც დაიწყო საიდუმლო თათბირზე, კრემლში სერიოზულ გადაჯგუფებებს მოასწავებს. პუტინი ქვეყნის სათავეშია, თუმცა მისი პოზიციები ყოველდღე სუსტდება.
რითი დასრულდება სირიიდან ჯარების გამოყვანა და ბოლო წლებში წამოწყებული ავანტიურებიდან ეტაპობრივი უკანდახევები, ჯერ-ჯერობით უცნობია. სირიიდან ჯარების გაყვანის მსგავსი სიურპრიზები, მსოფლიომ შესაძლოა რუსეთისგან ბევრი იხილოს - წერს ცნობილი ბლოგერი და ექსპერტი ვიქტორ შევჩუკი.
მასალის გამოყენების პირობები






