14 ადამიანი დაიღუპა და 43 დაშავდა ავტოკატასტროფის შედეგად, რომელიც ესპანეთში ფლეჯინალსის მუნიციპალიტეტში მოხდა. ავტოსტრადა ბარსელონადან 150 კილომეტრის მოშორებითაა და ის კატალონიის დედაქალაქს ვალენსიასთან აკავშირებს.
ავტობუსში 57 მგზავრი იმყოფებოდა. 43 დაშავებულიდან 30 სააავადმყოფოშია გადაყვანილი, დანარჩენებს ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდათ.
ავტობუსის მძღოლი გადარჩა და ის პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.
ავტობუსში იმყოფებოდნენ სტუდენტები, რომლებიც ვალენსიის ფოერვერკების ფესტივალიდან ბრუნდებოდნენ.
ავტოკატასტროფა დილის 6 საათზე მოხდა. ავტობუსი ბორდიურს გამოედო, რის შედეგადაც მოტრიალდა და მოძრაობის საპირისპირო ზოლზე გადავიდა, სადაც შემხვედრ ავტომობილს შეეჯახა.
ოფოციალური ხელისუფლების განცხადებით, ავტობუსში იმყოფებოდნენ სტუდენტები, რომლებიც ევროპის ქვეყნების უნივერსიტეტებიდან გაცვლითი პროგრამებით იყვნენ ჩასული. ჯერ-ჯერობით უცნობია, რომელი ქვეყნის სტუდენტები არიან.

მასალის გამოყენების პირობები






