ფარმა მონიტორინგმა მედიკამენტების ჯგუფების მიხედვით ფასებზე მონიტორინგი დაიწყო. კარდიოლოგიური ჯგუფის კონკრეტულ მედიკამენტებზე დაკვირვების შედეგები ჯანდაცვის პლატფორმამ გაავრცელა. ფარმა მონიტორინგის მიერ გავრცელებული გრაფიკები ნათლად ასახავს, თუ რომელი მწარმოებელი რა ფასად სთავაზობს მომხმარებელს კარდიოლოგიური ჯგუფის კონკრეტულ პრეპარატებს.
როგორც N1 გრაფიკზე ჩანს, ამლოდიპინს მომხმარებელს ყველაზე იაფად „ჰუმანითი ჯორჯია“ სთავაზობს. მის მიერ იმპორტირებული „ამლოდიპინი–ჰუმანითი“, სხვა მწარმოებლებთან შედარებით, საშუალოდ 43%–ით იაფია.
ანალოგიური ვითარებაა კარდიოლოგიური ჯგუფის სხვა პრეპარატებთან მიმართებითაც. კერძოდ, როგორც გრაფიკებზეა (N 2, 3, 4, 5) მოცემული, ჰუმანითი–ბისოპროლოლის შეძენა სხვა მწარმოებლებთან შედარებით საშუალოდ 53%–ით ნაკლებ ფასად არის შესაძლებელი; ჰუმანითი–ტრიმეტაზიდინი 45%–ით, ჰუმანითი – პლექსა 33 %–ით, ხოლო ჰუმანითი – კლოპიდოგრელი 49%–ით იაფად იყიდება სააფთიაქო ქსელებში.
შესაბამისად, ფარმა მონიტორინგის დაკვირვების შედეგად, აღნიშნულ კარდიოლოგიურ პრეპარატებს მომხმარებელს ჰუმანითი საშუალოდ 45 %–ით იაფად სთავაზობს.
მასალის გამოყენების პირობები