აშშ-ში, კონექტიკუტის შტატის პოლიციამ რუსი მილიონერი და ბიზნესმენი შალვა ჩიგირინსკი დააკავეს, რომელსაც 16 წლამდე ასაკის გოგონასთან არაკანონიერი სექსუალური ურთიერთობების დამყარება ედება ბრალად, რამაც მის ჯანმრთელობას გარკვეული ზიანი მიაყენა. თავად ბიზნესმენი 66 წლისაა.
ქალაქ სტემფორდის სასამართლომ მისი დაპატიმრების ორდერი ჯერ კიდევ 7 მარტს გასცა. 10 მარტს შალვა თავად გამოცხადდა პოლიციაში, რის შემდეგადაც იგი 50 000 დოლარის გირაოთი გაანთავისუფლეს. 17 მარტს გაიმართა მისი საქმის პირველი მოსმენა. სასამართლოს მასალები ჯერჯერობით არ გასაჯაროვებულა. შემდეგი სასამართლო პროცესი 29 მარტსაა დაგეგმილი.
შალვა ჩიგირინსკი რუსეთში დეველოპერული და ნავთობის ბიზნესით იყო დაკავებული. იგი ფლობდა Sibir Energy-ისა და Russia Land-ის აქციებს. ჩიგირინსკი 2008 წელს ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად. 2009 წელს Forbes -მა მისი ქონება 600 მილიონ დოლარად შეაფასა.
მასალის გამოყენების პირობები






