კირონი სულ რაღაც 6 წლის იყო, როცა მშობლებს მოლბერტის ყიდვა სთხოვა და პეიზაჟების ხატვა დაიწყო. მშობლებმა კირონი მასწავლებელთან მიიყვანეს. რამდენიმე გაკვეთილის შემდეგ კი, მასწავლებელმა განაცხადა, რომ კირონი არავითარ პედაგოგს არ საჭიროებდა.
2009 წელს კირონის 16 ნამუშევარი აუქციონზეგაიტანეს. 16-ივე 15 წუთის განმავლობაში გაიყიდა 18 000 ფუნტ სტერლინგად. 2010 წლის აუქციონზე კი მისი ნახატებიდან შემოსული შემოსავალი 150 000 ფუნტამდე გაიზარდა.
კირონი 11 წლის იყო, როდესაც მისი შემოსავალი მილიონნახევარ ფუნტი სტერლინგისშეადგენდა. მისი ნახატები დიდი პოპულარობით სარგებლობს და სხვადასხვა აუქციონებზე იყიდება.
11 წლიდან კირონი სკოლაშინ აღარ დადის - მას შინ უტარებენ გაკვეთილებს, რათა ხატვას მეტი დრო დაუთმოს. ხატვის გარდა გატაცებულია ფეხბურთით და ოცნებობს, ციხესიმაგრე იყიდოს.











მასალის გამოყენების პირობები






