ამის შესახებ "ნოუ იორკ თაიმსი" იტყობინება. საუბარია სან-ბერნარდინოში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორის, საიდ ფარუკის ტელეფონის გატეხვაზე. FBI-ს განცხადებით, ფარუკის ტელეფონში უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია ინახება. ხოლო პაროლის ათჯერ არასწორად შეყვანის შემთხვევაში, ტელეფონი ავტომატურად შლის ყველა მესიჯსა და ინფორმაციას.
გამოძიებამ Apple-ს,თხოვნით მიმართა , რომ მისმა ინჟინრებმა პაროლის შეყვანის ლიმიტი მოხსნან და შეიმუშაონ ისეთი პროგრამა, რომელიც ავტომატურ რეჟიმში, აკრიფავს ყველა შესაძლო კოდს.
როგორც NYT წერს, გამოცემამ კომპანიის ათობით ყოფილი და მოქმედი ინჟინერი გამოკითხა. კომპანიის ერთ-ერთი ყოფილი ტოპ მენეჯერი, ჟან-ლუი გასსე აცხადებს, კომპანიაში ძალიან აფასებენ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შეგრძნებას. მისი თქმით, ინჟინრები აუცილებლად მოიფიქრებენ რამეს, რითაც იგნორირებას გაუკეთებენ ხელისუფლების ბრძანებას.
სან-ბერნანდინოს ტერაქტს 2011 წლის 11 სექტემბრის შემდეგ ყველაზე დიდი ტერაქტი უწოდეს.
მასალის გამოყენების პირობები






