სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ ლიტვის უსაფრთხოების მდგომარეობა 2012 წელთან შედარებით გაუარესდა, რაც გულისხმობს იმას, რომ რუსეთის ქმედებები, რომელიც ევროპის უსაფრთხოების სისტემას აზიანებს, არანაკლებ საფრთხეს წარმოადგენს ლიტვისთვისაც.
დოკუმენტში ლაპარაკია იმაზეც, რომ რუსეთის მხრიდან აგრესია ლიტვაზე, ან რეგიონის სხვა ქვეყნებზე უკვე აღარ წარმოადგენს თეორიულ საფრთხეს და შეიძლება პრაქტიკულად განხორციელდეს. ასევე აღნიშნულია, რომ ლიტვის არმია უნდა იყოს მზად არაკონვენციური ხასიათის საფრთხეებთან, მათ შორის სამხედრო ფორმირებებთან, საინფორმაციო და კიბერ შეტევებთან გასამკლავებლად.
ამასთანავე ლიტვის სამხედრო მიზანი იგივე რჩება, მოკავშირეებთან ერთად უზრუნველყოს საიმედო შემაკავებელი ქმედებები, აუცილებლობის შემთხვევაში კი განახორციელოს თავდაცვა.
ასევე სტრატეგიაში ხაზგასმულია მისწრაფება, რომ ქვეყანაში მუდმივად იყოს დისლოცირებული NATO-ს მოკავშირეების სამხედრო ძალები და შეიარაღება.
ეს მეოთხე სამხედრო სტრატეგიაა, ლიტვის დამოუკიდებლობის პერიოდში, ამჟამინდელმა სტრატეგიამ 2012 წლის დოკუმენტი უნდა ჩაანაცვლოს. 14 მარტს დოკუმენტი თავდაცვის სამჭომ დაამტკიცა.
შეგახსენებთ, რომ 16 მარტს თავდაცვის ახალი კონცეფცია დაამტკიცა უკრაინის პრეზიდენტმაც, დოკუმენტის მთავარ სტრატეგიას რუსეთის შემოტევების მოგერიება წარმოადგენს.
მასალის გამოყენების პირობები






