Maroon 5-ის სოლისტი 37 წლის გახდა.
ადამი დაიბადა გაიზარდა ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში. მუსიკალური კარიერა დაიწყო 1994 წელს, როდესაც მან დააარსა როკ ჯგუფი კარას ყვავილები, რომლის მთავარი ვოკალისტიც თავად იყო. პირველივე ალბომის გამოსვლის შემდეგ (The Fourth World, გამოვიდა 1997 წელს) ჯგუფი დაიშალა, რადგან მათმა ნამუშავარმა პოპულარობა საზოგადოებაში ვერ მოიპოვა. 2001 წელს ჯგუფი თავიდან ჩამოყალიბდა, რომელსაც ამავდროულად შუერთდა გიტარისტი ჯეიმს ვალენტინი და სახელად დაიქრვა maroon 5. 2002 წელს ბენდმა გამოუშვა თავისი პირველი ალბომი, Songs about Jane. ამის შემდგომ ჯგუფმა კიდევ ოთხი ალბომი ჩაწერა, It Won't be Soon Before Long (2007, Hands All Over (2010), Overexposed (2012) and V (2014).
როგორც Maroon 5-ის წევრმა, ლევინმა მიიღო გრემი, გაიმარჯვა ბილბორდის, ამერიკული მუსიკის, MTV Video Music-ის და მსოფლიო მუსიკის დაჯილდოებებში.
2001 წლიდან ლევინი მონაწილეობდა NBC-ის სატელევიზიო გადაცემა Voice-ში მწვრთნელად. იგი პირველი, მეხუთე და მეცხრე სეზონების გამარჯვებულია.
ადამ ლევინი დაქორწინებულია მოდელ ბეატი პრინსლუზე. გავრცელებული ცნობით, წყვილი პირველ შვილს ელოდება.


მასალის გამოყენების პირობები






