„რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების აქტივიზაციისთვის, დიალოგი იმ სფეროებში გაგრძელდა, სადაც პროგრესის მიღწევა შესაძლებელია. კერძოდ, აღინიშნა, რომ ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა, მიუხედავად 2015 წელს უმნიშნელო შემცირებისა, კვლავ ზრდის ტენდენციას გვიჩვენებს. რუსეთი საქართველოსთვის რიგით მეორე, ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია" - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსულ მხარეს საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება სურს.
„ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თბილისი რუსეთთან პრაგმატული და დაბალანსებული ურთიერთობის ეტაპობრივი დალაგების კურსის ერთგული რჩება“ - აღნიშნულია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დადებითი შეფასება მიეცა რუსული მხარის მიერ 2015 წლის ბოლოსთვის საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცისკენ მიმართულ ზომებს.
"ამავე დროს აღინიშნა, რომ საქართველოს ოფიციალური პირების მიერ, ბოლო დროს გახშირებული არამეგობრული განცხადებები, ეწინააღმდეგება კონსტრუქციული ურთიერთობის გაზრდილ ტენდენციას" - ნათქვამია განცხადებაში.
საგარეო უწყება აღნიშნვას, რომ კარისინი და აბაშიძე წლის შუა პერიოდში მომდევნო შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






